Monday 3 November 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 15 hours ago

თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე გოგა მემანიშვილმა შეცვალა

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე გოგა მემანიშვილი დაინიშნა. მან ამ ადგილზე ლაშა ჯოხაძე ჩაანაცვლა, რომლის წასვლის შესახებაც ცნობები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს ლაშა ჯოხაძე თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მისი მოადგილე კი სწორედ, გოგა მემანიშვილი იყო. გოგა მემანიშვილს პროევროპული აქციის მონაწილეები კარგად იცნობენ. ის აქტიურად მონაწილეობდა დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს საპოლიციო ღონისძიებებში, მათ შორის დაკავებაში. ვახტანგ გომელაურის გადადგომის შემდეგ, შს მინისტრის პოსტს იკავებს გელა გელაძე, რომელმაც შეცვალა მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების ნაწილი.


Latest News
Hashtags:   

თბილისის

 | 

საპატრულო

 | 

პოლიციის

 | 

ხელმძღვანელის

 | 

თანამდებობაზე

 | 

ჯოხაძე

 | 

მემანიშვილმა

 | 

შეცვალა

 | 

Sources