1 ნოემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე მიონმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს დახმარება სთხოვა მოლაპარაკებების განახლების საქმეში მეზობელ ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს, ხოლო სი ძინპინმა ლის განუცხადა, რომ მზად არის გააფართოვოს თანამშრომლობა და ერთობლივად გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს, - იტყობინება Reuters-ის სააგენტო.
ლიმ სი ძინპინს სახელმწიფო სამიტზე და ვახშამზე უმასპინძლა, აზია-წყნარი ოკეანის ლიდერების ფორუმის შემდეგ სამხრეთ კორეის ქალაქ გიონჯუში. ბოლო 11 წლის განმავლობაში, ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტი იყო აშშ-ის მოკავშირესთან.
ლის ოფისის ცნობით, სი ძინპინმა სამიტის წინ განაცხადა, რომი პეკინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სეულთან ურთიერთობებს და სამხრეთ კორეას განუყოფელ პარტნიორად მიიჩნევს.
ლიმ, რომელიც ივნისში, რიგგარეშე არჩევნების შედეგად, პრეზიდენტად აირჩიეს, პირობა დადო, რომ გააძლიერებდა კავშირებს შეერთებულ შტატებთან, თუმცა, არ განაწყობდა ჩინეთს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ და შეეცდებოდა დაძაბულობის შემცირებას ჩრდილოეთ კორეასთან.
1 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ფხენიანმა, რომელიც ჩინეთის სამხედრო და ეკონომიკური მოკავშირეა, უარყო ბირთვული განიარაღების პროგრამა, როგორც განუხორციელებელი - „აუსრულებელი ოცნება“.
ჩრდილოეთ კორეამ არაერთხელ და გადაჭრით უარყო ლის წინადადებები და განაცხადა, რომ ის არასდროს გამართავს მოლაპარაკებას სამხრეთთან. ბოლო წლებში ფხენიანმა უარი თქვა სამხრეთთან გაერთიანების ხანგრძლივ პოლიტიკაზე და სეული თავის მთავარ მტრად მოიხსენია. მისმა მმართველმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მზად იქნებოდა შეერთებულ შტატებთან სასაუბროდ, თუ ვაშინგტონი უარს იტყვის ბირთვული განიარაღების მოთხოვნებზე, თუმცა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ კვირის დასაწყისში სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს მოლაპარაკებები შესთავაზა, მას საჯაროდ პასუხი არ გაუცია.
ტრამპმა და ლიმ განაცხადეს მოულოდნელი გარღვევის შესახებ მოლაპარაკებებში, რომლებიც აშშ-ის ტარიფების შემცირებას შეეხებოდა სამხრეთ კორეიდან მილიარდობით დოლარის ინვესტიციის სანაცვლოდ. ამის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) ლიდერების მთავარი სამიტის დაწყებამდე.
სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მრჩეველმა, ვი სუნგლაკმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთმა გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის კორეის ნახევარკუნძულზე.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ლისთან შეხვედრის შესახებ ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკებები საერთოდ არ იყო ნახსენები.
სი ძინპინის ვიზიტის დროს, ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ხელი მოაწერეს შვიდ შეთანხმებას.
სამხრეთ კორეა შეერთებული შტატების სამხედრო მოკავშირე და მთავარი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩინეთთან ვაჭრობაზე.
1 ნოემბერს სეულში ჩინეთის საწინააღმდეგო აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა , როცა სი ძინპინი და ლი ერთმანეთს ხვდებოდნენ.
Sunday 2 November 2025
radiotavisupleba - 1 days ago
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სი ძინპინს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში დახმარება სთხოვა
ბრიტანეთში დააკავეს მატარებლის მგზავრების დაჭრაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი, ორივე ბრიტანეთის მოქალაქეა
- radiotavisuplebaЗурабишвили: законы «Мечты» призваны изменить облик Грузии и превратить в отражение «северного соседа»
- apsnyბოჭორიშვილი: ევრონესტი ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა
- sputnik-georgiaდასავლეთში რუსეთის ახალი იარაღის გამოცდის ეშინიათ: ზახაროვა „ბურევესტნიკის“ შესახებ
- sputnik-georgiaБочоришвили: Делегация Евронеста не может указывать грузинскому народу, в каком направлении развивать собственную страну
- apsnyბოჭორიშვილი: საქართველო ღირსეულად იყო წარმოდგენილი სამარყანდში იუნესკოს გენასამბლეაზე
- sputnik-georgiaვოლოდიმირ ზელენსკი – მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს
- news.geსაპროტესტო აქციაზე გზის განმეორებით გადაკეტვისთვის შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
- sputnik-georgiaთბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე გოგა მემანიშვილმა შეცვალა
- radiotavisuplebaМинистр обороны ознакомился с ходом строительных работ на базах Командования спецопераций, авиации и ПВО
- apsnyსპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ
- sputnik-georgiaკანდელაკთან ერთად, ალკოჰოლის უკანონოდ წარმოებისთვის დაკავებულ გორის საკრებულოს წევრს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
- radiotavisuplebaუკრაინის დაზვერვამ ბუჩაში მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილი ხუთი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაადგინა
- radiotavisuplebaერთი წლით პატიმრობა ემუქრება „გზის გადაკეტვის“ გამო გუშინ დაკავებულ დემონსტრანტს, ზურაბ მენთეშაშვილს
- radiotavisuplebaГрузинская делегация упустила шанс принять участие в принятии решений «Евронеста» - депутат от Германии
- apsnyსამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სი ძინპინს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში დახმარება სთხოვა
- radiotavisuplebaმერიის თანამშრომელმა $16 ათასი აიღო სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად - „ფინანსური პოლიცია“
- radiotavisuplebaთაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავა
- timerუკრაინის დაზვერვამ მოსკოვის ოლქში მილსადენის მწყობრიდან გამოყვანის შესახებ განაცხადა
- radiotavisuplebaლილუაშვილის მეჯვარე ექს-მაღალჩინოსანი, რომლის წინააღმდეგაც საქმე აღძრეს, საზღვარგარეთაა
- radiotavisuplebaბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
- sputnik-georgiaДжапаридзе об Eagle Hills: Общество немедленно должно получить ответ на все вопросы по сделке
- apsnyHashtags:
სამხრეთ
|კორეის
|პრეზიდენტმა
|ძინპინს
|ჩრდილოეთ
|კორეასთან
|ურთიერთობაში
|დახმარება
|სთხოვა
|
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba
«Сильная Грузия-Лело» требует признать неконституционным принятый «Грузинской мечтой» закон о запрете партий
- apsny
წილოსანი: საქართველოს სუვერენიტეტი არ გაიცვლება ვიზებსა და დასავლეთის აპლოდისმენტებში
- sputnik-georgia
სტრასბურგის სასამართლოში, რუსული კანონის საქმეზე, Media Defence-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა
- timer
Грузинские фигуристы Анастасия Метелкина и Лука Берулава стали победителями Гран-при в Китае
- apsny