Sunday 2 November 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 9 hours ago

ტუაფსეს პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა

უკრაინის დრონების თავდასხევის შედეგად, 2 ნოემბრის ღამეს, ტუაფსეს პორტში დაზიანდა ტანკერი და ნავთობტერმინალი — ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. დრონის ნამსხვრევები ტანკერზე ჩამოვარდა: დაზიანდა გემბანის ზედა ნაგებობა და ხომალდზე ცეცხლი გაჩნდა. გარდა ამისა, დაზიანდა ტერმინალის ინფრასტრუქტურაც. ასევე ცნობილია, რომ დაზიანდა სარკინიგზო სადგურის შენობის მინები. წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ტელეგრამარხ Astra-ს ანალიზის მიხედვით, თავდასხმის შემდეგ პორტის ტერიტორიაზე სულ მცირე სამი ცეცხლის კერა დაფიქსირდა. როსტოვის ოლქში დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა — ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა იური სლიუსარმა განაცხადა. დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და დაიწვა ავტომობილი. თავდასხმის დროს როსტოვიც დაზარალდა — პირველ მაისის რაიონში დაზიანდა მეტალის ანგარი და საბავშვო ბაღის შენობის შუშები. სლიუსარის თქმით, დაშავებულები არ არიან. ლიპეცკის ოლქში კი, Astra-ს ცნობით, დრონების დარტყმის შედეგად ელექტროსადგური დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ათ რუსულ რეგიონში, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში და შავი თუ აზოვის ზღვების აკვატორიებში, უკრაინის 164 დრონი განადგურდა. მათ შორის კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს 32 დრონი, როსტოვის ოლქში – 9, ხოლო ლიპეცკის ოლქში – 6.


Latest News
Hashtags:   

ტუაფსეს

 | 

პორტში

 | 

დრონის

 | 

თავდასხმის

 | 

შედეგად

 | 

ტანკერს

 | 

ცეცხლი

 | 

გაუჩნდა

 | 

Sources