პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების თანახმად ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.
გორის საკრებულოს წევრს ქართული ოცნებიდან , 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეუფარდებული.
ბორის გოგიჩაიშვილი ჩვენებაში, რომელიც ტვ პირველმა მოიპოვა, ამბობს რომ ფალსიფიცირებული სასმელები რუსული კომპანიის დაკვეთით ჩამოასხეს - პირველ ეტაპზე მის მიერ მოფიქრებული სახელით ( ბორკან ) ნაწარმოები ვისკი რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ შეისყიდა, თუმცა შემდეგ რეალიზაციის პრობლემებმა იჩინა თავი.
ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბ.გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.
ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შექმნოდათ”,- ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის თანახმად, |ხუნდაძისთვის ზუსტად იყო ცნობილი თუ რა დანაშაულის ჩადენა ხორციელდებოდა ბორის გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. თუმცა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ .
ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდების მხარე ხუნდაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოთხოვს.
16 სექტემბერს გორში სპეციალურ მოწყობილ ფართში სხვადასხვა უცხოური ბრენდის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 75 000-ზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება. პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო.
ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2019-2025 წლებში მუშაობდა.მან სულ რაღაც ორი თვის წინ დატოვა თანამდებობა.
ვლადიმერ ხუნდაძის ძმა სხვა საქმეზეა დაკავებული
22 ოქტომბერს პროკურატურის მიერ ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, დააკავეს კობა ხუნდაძე. ის ვლადიმერ ხუნდაძის ძმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის კურსელი და მეჯვარის ძმაა.
22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი. კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას.
სუსმა მაშინ ჩხრეკა ჩაატარა გრიგოლ ლილუაშვილის, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული არაერთი ადამიანის სახლებში.
Sunday 2 November 2025
radiotavisupleba - 2 days ago
საქმე აღძრეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ
ბრიტანეთში დააკავეს მატარებლის მგზავრების დაჭრაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი, ორივე ბრიტანეთის მოქალაქეა
- radiotavisuplebaЗурабишвили: законы «Мечты» призваны изменить облик Грузии и превратить в отражение «северного соседа»
- apsnyბოჭორიშვილი: ევრონესტი ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა
- sputnik-georgiaდასავლეთში რუსეთის ახალი იარაღის გამოცდის ეშინიათ: ზახაროვა „ბურევესტნიკის“ შესახებ
- sputnik-georgiaБочоришвили: Делегация Евронеста не может указывать грузинскому народу, в каком направлении развивать собственную страну
- apsnyბოჭორიშვილი: საქართველო ღირსეულად იყო წარმოდგენილი სამარყანდში იუნესკოს გენასამბლეაზე
- sputnik-georgiaვოლოდიმირ ზელენსკი – მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს
- news.geსაპროტესტო აქციაზე გზის განმეორებით გადაკეტვისთვის შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
- sputnik-georgiaთბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე გოგა მემანიშვილმა შეცვალა
- radiotavisuplebaМинистр обороны ознакомился с ходом строительных работ на базах Командования спецопераций, авиации и ПВО
- apsnyსპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ
- sputnik-georgiaკანდელაკთან ერთად, ალკოჰოლის უკანონოდ წარმოებისთვის დაკავებულ გორის საკრებულოს წევრს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
- radiotavisuplebaუკრაინის დაზვერვამ ბუჩაში მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილი ხუთი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაადგინა
- radiotavisuplebaერთი წლით პატიმრობა ემუქრება „გზის გადაკეტვის“ გამო გუშინ დაკავებულ დემონსტრანტს, ზურაბ მენთეშაშვილს
- radiotavisuplebaГрузинская делегация упустила шанс принять участие в принятии решений «Евронеста» - депутат от Германии
- apsnyსამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სი ძინპინს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში დახმარება სთხოვა
- radiotavisuplebaმერიის თანამშრომელმა $16 ათასი აიღო სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად - „ფინანსური პოლიცია“
- radiotavisuplebaთაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავა
- timerუკრაინის დაზვერვამ მოსკოვის ოლქში მილსადენის მწყობრიდან გამოყვანის შესახებ განაცხადა
- radiotavisuplebaლილუაშვილის მეჯვარე ექს-მაღალჩინოსანი, რომლის წინააღმდეგაც საქმე აღძრეს, საზღვარგარეთაა
- radiotavisuplebaბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
- sputnik-georgiaДжапаридзе об Eagle Hills: Общество немедленно должно получить ответ на все вопросы по сделке
- apsnyHashtags:
საქმე
|აღძრეს
|შემოსავლების
|სამსახურის
|უფროსის
|ყოფილი
|მოადგილის
|ვლადიმერ
|ხუნდაძის
|მიმართ
|
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba
«Сильная Грузия-Лело» требует признать неконституционным принятый «Грузинской мечтой» закон о запрете партий
- apsny
წილოსანი: საქართველოს სუვერენიტეტი არ გაიცვლება ვიზებსა და დასავლეთის აპლოდისმენტებში
- sputnik-georgia
სტრასბურგის სასამართლოში, რუსული კანონის საქმეზე, Media Defence-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა
- timer
Грузинские фигуристы Анастасия Метелкина и Лука Берулава стали победителями Гран-при в Китае
- apsny