Wednesday 29 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 5 days ago

ირაკლი ღარიბაშვილი თავის სასამართლო სხდომას ესწრება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მისი ავტომობილი, სასამართლოს ეზოში უკანა შესასვლელიდან შევიდა, რის გამოც მედიამ მხოლოდ შორიდან შეძლო მისი დანახვა ავტომობილიდან გადმოსვლის და შენობაში შესვლისას. ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფრდების საქმეს მოსამათლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს. პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. უწყება მის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვს, მათ შორის, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას. ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა, სხდომის დაწყებამდე მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. კომენატრებს გავაკეთებთ აღკვეთს ღონისძიების განხილვის შემდეგ... დაცვის პოზიცია არის ისეთი, რომ ბრალს ეთანხმება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი , - თქვა ადვოკატმა. პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს გარდა ექნება თუ არა სხვა შეთავაზება დაცვის მხარეს, ამასთან დაკავშირებით, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე სასამართლოს სხდომაზე ისაუბრებს. მას [ირაკლი ღარიბაშვილს] აქვს სიტყვის უფლება ისარგლებლებს თუ არა ეს არის მისი გადასაწყვეტი , - თქვა ამირან გიგუაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის მუხლით გათვალისწინებული ეს დანაშაული, მისი გამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 12 წლამდე.


Latest News
Hashtags:   

ირაკლი

 | 

ღარიბაშვილი

 | 

თავის

 | 

სასამართლო

 | 

სხდომას

 | 

ესწრება

 | 

Sources