Thursday 30 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 17 hours ago

რუსეთის რეგიონებში დრონებით შეტევა იყო ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რაიონებში

29 ოქტომბერს აფეთქებები იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მოგერიებულია” უკრაინული დრონების „მასირებული შეტევა”, თუმცა არაფერი თქვეს კონკრეტულ ობიექტებზე, რომლებზეც, სხვადასხვა ტელეგრამ-არხის ცნობით, დრონებით დარტყმა იყო. მათ შორისაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. რუსეთის ულიანოვსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი რუსკიხმა დილით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ნოვოსპასკის რაიონში „ლიკვიდირებულია დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენით გამოწვეული ხანძარი”. კონკრეტულად რა იწვოდა, გუბერნატორს არ უთქვამს. რამდენიმე მედიასაშუალება თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დრონებით შეტევა იყო ნოვოსპასკიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. სავარაუდოდ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო დრონების სამიზნე რუსეთის მარი-ელის რესპუბლიკაშიც. მისი მეთაურის, იური ზაიცევის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატებით „დარტყმები დაფიქსირებულია ერთ-ერთი საწარმოს მახლობლად”, სადაც არაფერი დანგრეულა და არავინ დაშავებულა. რამდენიმე ტელეგრამ-არხის ცნობით, საწარმო, რომელზეც შეტევა იყო დაბა ორშანკაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ამ რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. აფეთქებები იყო სტავროპოლის მხარის ქალაქ ბუდიონოვსკშიც. ტელეგრამ-არხი ASTRA წერს, რომ შეტევა განხორციელდა ნავთობქიმიურ ქარხანა „სტავროლენზე“. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლზეც. ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსიონოვის თანახმად, დრონი მოხვდა საწვავ-საპოხი მასალის კონტეინერს და ხანძარი გაჩნდა. კონკრეტულად სად, აქსიონოვს არ უთქვამს. უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, ხანძარი სიმფეროპოლის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩნდა. დრონებით „მასირებული შეტევის მცდელობის“ შესახებ იუწყებოდა რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზიც. მისი ინფორმაციით, დაზიანებულია 9 სახლი და აგროსაწარმო „მირატორგის“ შენობა.


Latest News
Hashtags:   

რუსეთის

 | 

რეგიონებში

 | 

დრონებით

 | 

შეტევა

 | 

ქიმიური

 | 

ნავთობგადამამუშავებელი

 | 

ქარხნების

 | 

რაიონებში

 | 

Sources