Wednesday 29 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 days ago

ნაციონალური მოძრაობა ბრძოლას გააგრძელებს - თინა ბოკუჩავა ქართული ოცნების სარჩელზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეხმაურება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვოს სამი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ აკრძალვა. მისი სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმ პარტიებთან ერთადაც გააგრძელებს ბრძოლას, რომლებსაც გაუქმებას უპირებს ქართული ოცნება. პარტია,ქართული ოცნების მცდელობას, ბიძინა ივანიშვლის დასამარცხებლად დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანების ახალ შესაძლობელობად განიხლავს. „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს - ასე რომ, ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც, ასევე, არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები“, - ამბობს თინა ბოკუჩავა. კიდევ ერთი პარტია, რომლის არძალვასაც ქართული ოცნება აპირებს ლელო - ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, გააგრძელებენ ბრძოლას „გამარჯვებისთვის“. დღეს, 28 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მედიას გააცნო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი სარჩელის შინაარსი. როგორც პარტიის ლიდერმა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, მოითხოვენ სამი პარტიის აკრძალვას: „ნაციონალური მოძრაობა“;„ლელო - ძლიერი საქართველო“;„კოალიცია ცვლილებისთვის“;ჩამონათვალში არ მოხვდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“.შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სასამართლოში აღარ მოითხოვენ კონკრეტული ინდივიდებისთვის საქმიანობის აკრძალვას. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად სადავო პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და შეისწავლეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 2025 წლის 17 ივლისს ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ. ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო არაერთი კანონი, რომელმაც გააუარესა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები. მათ შორის, მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის აკრძალვასთან ერთად მოეთხოვათ კონკრეტული პოლიტიკოსების საქმიანობის შეზღუდვაც.


Latest News
Hashtags:   

ნაციონალური

 | 

მოძრაობა

 | 

ბრძოლას

 | 

გააგრძელებს

 | 

ბოკუჩავა

 | 

ქართული

 | 

ოცნების

 | 

სარჩელზე

 | 

Sources