ისრაელის არმიის ავიაციამ გასულ ღამით ღაზის სექტორი დაბომბა. მანამდე ისრაელმა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი საზავო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
28 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ჰამასმა ცეცხლი გაუხსნა ისრაელის არმიის სამხედროებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ქალაქ რაფაჰის მახლობლად მოხდა.
გარდა ამისა, ისრაელის მთავრობის თანახმად, ჰამასმა გადასცა არა კიდევ ერთი, მე-16 მძევლის ცხედარი, როგორც ეს 28 ოქტომბერს განაცხადა, არამედ სხვა მოკლული მძევლის, ოფირ ცარფატის ნაშთები, რაც ექსპერტიზის შედეგად გაირკვა. ცარფატის ცხედრის ნაწილები ღაზის სექტორიდან ისრაელში პირველად დაახლოებით ორი წლის წინ გადაასვენეს.
ამ ბრალდებების შემდეგ, 28 ოქტომბერს, გვიან საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების შემდეგ მან სამხედროებს უბრძანა დაუყოვნებლივ დაარტყან ღაზის სექტორს.
ჰამასის მიერ კონტროლირებული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქ ღაზაზე და კიდევ რამდენიმე რაიონზე ისრაელის ავიადარტყმების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.
ისრაელმა და ჰამასმა ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული სამშვიდობო გეგმის საფუძველზე შეთანხმებას 10 ოქტომბერს ეგვიპტეში მიაღწიეს აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით.
ჰამასმა გაათავისუფლა ისრაელიდან ორი წლის წინ გატაცებული ადამიანებიდან ცოცხლად დარჩენილი ოცივე მძევალი. თავის მხრივ ისრაელმა გაათავოსუფლა 2000-მდე პალესტინელი პატიმარი და ღაზის სექტორზე შეტევა შეწყვიტა. ჰამასმა ეტაპობრივად დაიწყო ისრაელისთვის 28 დაღუპული მძევლის ცხედრების გადაცემაც. საზავო შეთანხმების დარღვევის შესახებ იუწყებოდნენ 19 და 25 ოქტომბერსაც.
ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას და ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას.მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი იყო 50-მდე მძევალი. მათგან 20 ცოცხალი.ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
Sunday 2 November 2025
radiotavisupleba - 4 days ago
ისრაელმა ჰამასი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორი დაბომბა
საპროტესტო აქციაზე გზის განმეორებით გადაკეტვისთვის შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
- sputnik-georgiaთბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე გოგა მემანიშვილმა შეცვალა
- radiotavisuplebaМинистр обороны ознакомился с ходом строительных работ на базах Командования спецопераций, авиации и ПВО
- apsnyსპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ
- sputnik-georgiaკანდელაკთან ერთად, ალკოჰოლის უკანონოდ წარმოებისთვის დაკავებულ გორის საკრებულოს წევრს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
- radiotavisuplebaუკრაინის დაზვერვამ ბუჩაში მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილი ხუთი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაადგინა
- radiotavisuplebaერთი წლით პატიმრობა ემუქრება „გზის გადაკეტვის“ გამო გუშინ დაკავებულ დემონსტრანტს, ზურაბ მენთეშაშვილს
- radiotavisuplebaГрузинская делегация упустила шанс принять участие в принятии решений «Евронеста» - депутат от Германии
- apsnyსამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სი ძინპინს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში დახმარება სთხოვა
- radiotavisuplebaმერიის თანამშრომელმა $16 ათასი აიღო სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად - „ფინანსური პოლიცია“
- radiotavisuplebaთაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავა
- timerუკრაინის დაზვერვამ მოსკოვის ოლქში მილსადენის მწყობრიდან გამოყვანის შესახებ განაცხადა
- radiotavisuplebaლილუაშვილის მეჯვარე ექს-მაღალჩინოსანი, რომლის წინააღმდეგაც საქმე აღძრეს, საზღვარგარეთაა
- radiotavisuplebaბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
- sputnik-georgiaДжапаридзе об Eagle Hills: Общество немедленно должно получить ответ на все вопросы по сделке
- apsnyReuters-ი: უკრაინა პოკროვსკში საბრძოლველად სპეციალური დანიშნულების რაზმს აგზავნის
- radiotavisuplebaთბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს: ერთ-ერთი დაკავებული კუბის მოქალაქეა
- sputnik-georgiaველოდებით 2030 წელს და მიდგომების შეცვლას ევროკავშირის მხრიდან - საქართველოს პრემიერი
- sputnik-georgiaსომხეთი ელის, რომ მომავალ წელს ერევანში ჩავლენ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები
- radiotavisuplebaსაქართველოსთვის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია - პრემიერი
- sputnik-georgiaდღეიდან ძალაში შედის ოცნების მიერ მიღებული კანონი, რომლითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო მოხელეებს ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება ეკრძალებათ
- timerრეზოლუციაში „გაყალბებულ არჩევნებსა“ და სხვა კრიტიკულ ჩანაწერებზე პასუხად „ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს „ევრონესტს“
- radiotavisupleba
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba
«Сильная Грузия-Лело» требует признать неконституционным принятый «Грузинской мечтой» закон о запрете партий
- apsny
წილოსანი: საქართველოს სუვერენიტეტი არ გაიცვლება ვიზებსა და დასავლეთის აპლოდისმენტებში
- sputnik-georgia
სტრასბურგის სასამართლოში, რუსული კანონის საქმეზე, Media Defence-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა
- timer
Грузинские фигуристы Анастасия Метелкина и Лука Берулава стали победителями Гран-при в Китае
- apsny