აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების წარმომადგენელი განმარტავს პოზიციებს მომავალი სამიტის ძირითად საკითხებზე, მათ შორის - პეკინის მიერ იშვიათი მინერალების ექსპორტის კონტროლზე.
28 ოქტომბერს, ყოველდღიურ პრეკონფერენციაზე, საგარეო უწყების წარმომადგენელს როიტერსის ჟურნალისტმა ჰკითხა ტაივანზე. კერძოდ, იმის შესახებ, რომ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინ ჩია-ლანგი დარწმუნებულია, რომ „აშშ-ტაივანის ურთიერთობები ძალიან სტაბილურია“ და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ „მიატოვებს“ ტაივანს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა:
„ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა წარმოადგენს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ძალების სეპარატისტული მოქმედებები და გარედან მიღებული თანხმობა და მხარდაჭერა. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-სა და ჩინეთის ტაივანის რეგიონს შორის ოფიციალურ ურთიერთობას, ნებისმიერი ფორმით. მოვუწოდებთ აშშ-ს პატივი სცეს ერთი ჩინეთის პრინციპსა და ჩინეთი-აშშ-ის სამ ერთობლივ კომუნიკეს, გამოიჩინოს მეტი წინდახედულება ტაივანის საკითხზე. დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის (DPP) ხელისუფლება კვლავაც ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას „ტაივანის დამოუკიდებლობისთვის“ და მიმართავს ყველა პლატფორმას სეპარატისტული ნარატივების პოპულარიზაციისთვის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის. ...ვერაფერი, რასაც DPP-ს ხელისუფლება აცხადებს, ვერასდროს შეცვლის ისტორიულ და იურიდიულ ფაქტს, რომ ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის ნაწილია და მითუმეტეს ვერ შეცვლის ჩინეთის გაერთიანების გარდაუვალობას“.
ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა სამშაბათის პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებაზე, რომ ჩინეთს „არასდროს დაუწესებია“ კონტროლი იშვიათი მინერალების ექსპორტზე, რაც განაპირობა პრეზიდენტ ტრამპის მუქარამ ჩინეთისთვის 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებაზე. ჩინელმა დიპლომატმა ჟურნალისტს განუცხადა:
„იშვიათი მინერალების ექსპორტზე პოლიტიკას რაც შეეხება, ჩინეთმა ის არაერთხელ მკაფიოდ გამოხატა. იმ ზომების მიზანი, რომლებსაც მივმართავთ, არის ექსპორტის კონტროლის სისტემის სტანდარტიზაცია და დახვეწა, რაც შეესაბამება ზოგად პრაქტიკას. ჩინეთი ამას აკეთებს იმისათვის, რომ უკეთესად შეინარჩუნოს მსოფლიო მშვიდობა და რეგიონის სტაბილურობა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. მზად ვართ, ვიმუშაოთ დანარჩენ მსოფლიოსთან ექსპორტის კონტროლზე დიალოგის გასაძლიერებლად და მოსაზრებების გასაცვლელად იმისთვის, რომ გლობალური ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვები იყოს დაცული და სტაბილური“.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალურ საიტზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა ჩინეთის ვიცეპრემიერისა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ორდღიანი მოლაპარაკებების შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნულია:
„მხარეებმა იხელმძღვანელეს ორი სახელმწიფოს მეთაურების მიერ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სატელეფონო საუბრებისას მიღწეული მნიშვნელოვანი კონსენსუსით და ჰქონდათ მოსაზრებების გულწრფელი, სიღრმისეული და კონსტრუქციული გაცვლა ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებზე, მათ შორის: აშშ-ის [უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის შესახებ] „301-ე ნაწილის“ კანონით გათვალისწინებული ზომები ჩინეთის საზღვაოსნო, ლოჯისტიკისა და გემთმშენებლობის სექტორების მიმართ, ორმხრივი ტარიფების შეჩერების გახანგრძლივება, ფენტანილთან დაკავშირებული ტარიფი და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა და ექსპორტის კონტროლი“.
გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი მალაიზიაში, „სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის კულუარებში შეხვდა ჩინეთის ვაჭრობის სფეროს მაღალჩინოსნებს და შემდეგ რამდენიმე მედიის ეთერში ილაპარაკა ამის შესახებ. მან ABC-ს ეთერში განაცხადა:
„პრეზიდენტმა მომცა მაქსიმალური ბერკეტი, როცა ის დაიმუქრა 100%-იანი ტარიფებით, თუკი ჩინელები დააწესებდნენ იშვიათი მინერალების ექსპორტზე გლობალურ კონტროლს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს თავიდან ავიცილეთ, ტარიფები აცილებულია“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჩინეთის ვიცეპრემიერთან მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას. CBS-სთან საუბრისას კი მან აღნიშნა, რომ სწორედ ტრამპის 100%-იანი ტარიფებით მუქარამ გახადა შესაძლებელი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე შედეგების მიღწევა.
27 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ იის სატელეფონო საუბრის შესახებ:
„მათ იმსჯელეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობისა და პრეზიდენტ ტრამპსა და სახელმწიფოს თავმჯდომარე სის მოახლოებული შეხვედრის მნიშვნელობაზე, ბუსანში, კორეის რესპუბლიკაში“.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს 30 ოქტომბერს შეხვდებიან.
Wednesday 29 October 2025
radiotavisupleba - 22 hours ago
პეკინი: მოვუწოდებთ აშშ-ს, პატივი სცეს ერთი ჩინეთის პრინციპს და გამოიჩინოს მეტი წინდახედულება ტაივანის საკითხზე
БДИПЧ по просьбе омбудсмена Грузии опубликует в ближайшем будущем оценку последних законодательных изменений
- apsnyსაქართველოში ვხედავთ ავტოკრატიული თავდასხმების ლაბორატორიას - გერმანელი ევროპარლამენტარი ევრონესტზე
- radiotavisupleba300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს ყოფილ მაღალჩინოსან ტაბიძეს საბავშვო ბაღების ტენდერების საქმეზე
- radiotavisuplebaПредставитель ПА ОБСЕ: Любой нарушитель закона должен быть привлечен к ответственности справедливым образом
- apsnyფარული გარიგებები რუსეთთან: საქართველომ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა
- sputnik-georgiaМцхетско-Тбилисская епархиальная комиссия Патриархии Грузии опубликовала заключение по делу архимандрита Доротэ Курашвили
- apsnyაშშ-ის სასამართლო განაჩენს გამოუტანს საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვს, რომელიც დამნაშავედ ცნეს შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში
- radiotavisuplebaდემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს - PACE-ს თანამომხსენებლები
- radiotavisuplebaКомитет по процедурным вопросам подтвердил подлинность подписей депутатов по конституционному иску
- apsnyГедеван Попхадзе: Голодовка стала адекватным протестом, соответствующим этой действительности
- apsnyქარელში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- sputnik-georgiaსაპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
- sputnik-georgiaМихаил Сарджвеладзе встретился с директором Европейского регионального бюро ВОЗ Хансом Клюге
- apsnyნინო წილოსანს სასამართლომ სარჩელი დაუკმაყოფილა - ლევან ღამბაშიძე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
- radiotavisuplebaკახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: 2012 წლამდე, კონკრეტული პარტიები, ვისზეც არის საუბარი, წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, ძალიან ბევრი ბოროტება ჩაიდინეს და დღესაც, უკვე ოპოზიციის როლში, აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს
- timerუკრაინამ ანექსირებულ ყირიმში დრონებით დაარტყა რუსეთის სამხედრო ობიექტებს და ნავთობის საცავებს - მედია
- radiotavisuplebaსითი მოლი 14 წლისაა – გადაიხადეთ საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და მიიღეთ 5-ჯერ მეტი PLUS ქულა
- timerCострудник СГБ сможет получить в собственность жилье от государства при решении главы Службы
- apsnyВ «Гахария за Грузию» не могут понять, почему они попали в список партий, подлежащих запрету
- apsnyსამსახურის რეკომენდაციით, სუს-ის თანამშრომლებს, შესაძლოა, სახელმწიფოს ბინები საკუთრებაში გადაეცეთ
- timerთბილისში ცხინვალიდან მძიმე ტრავმებით გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია
- radiotavisuplebaარასრულწლოვანს სალონში ამუშავებდა და კლიენტების სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა – დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
- timerნინო დათაშვილი კვალიფიკაციურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს – ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცი
- timerრუსეთის რეგიონებში დრონებით შეტევა იყო ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რაიონებში
- radiotavisuplebaНаходящийся под арестом актер Андро Чичинадзе приглашен на награждение Европейской киноакадемии
- apsnyნინო დათაშვილის მეუღლე: მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით, სკამზე დასმაც გაგვიჭირდა
- timerმუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარედგინა
- timerHashtags:
პეკინი
|მოვუწოდებთ
|პატივი
|ჩინეთის
|პრინციპს
|გამოიჩინოს
|წინდახედულება
|ტაივანის
|საკითხზე
|
აქციაზე პირბადით ყოფონის გამო მოსამართლემ 71 წლის აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნო
- radiotavisupleba
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba
«Гахария — За Грузию»: Парламент режима «Грузинской мечты» до сих пор не имеет нашей легитимации
- apsny
უნგრეთი „ომის მომხრე პოლიტიკურ ელიტას ადანაშაულებს ტრამპი-პუტინის სამიტის ჩაშლის მცდელობაში
- radiotavisupleba
Грузинские фигуристы Анастасия Метелкина и Лука Берулава стали победителями Гран-при в Китае
- apsny
«Сильная Грузия-Лело» требует признать неконституционным принятый «Грузинской мечтой» закон о запрете партий
- apsny