Saturday 1 November 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 5 days ago

ჩეხეთში ანდრეი ბაბიშს პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა დაავალა

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ანდრეი ბაბიშს მთავრობის ფორმირება დაავალა. პაველის პრესსპიკერმა ეს განცხადება პრაღაში ორი პოლიტიკოსის შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებულ არჩევნებში ბაბიშის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ ANO-მ დაახლოებით 34 პროცენტით არჩევნები მოიგო, მაგრამ უმრავლესობისთვის პარტნიორების ძიებაშია. ბაბიში პოლიტიკური სპექტრის მემარჯვენე ორ პარტიასთან - ახალ, ავტომძღოლების პარტიასთან „მოტორისტე სობიე-სა “ და თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ჯგუფთან - ერთად ცდილობს კოალიციის შექმნას. სამივე პარტიას ერთად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა ექნებოდა. საარჩევნო კამპანიის დროს ბაბიშმა, რომელსაც ადრე უკვე ეკავა პრემიერის პოსტი, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ უკრაინაში სახელმწიფო იარაღის ყველა მიწოდებას შეაჩერებს, და განმარტა, რომ ნატოს ფარგლებში პრაღას თავისი წვლილი შეაქვს უკრაინისთვის დახმარებაში. აქამდე ჩეხეთი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო.


Latest News
Hashtags:   

ჩეხეთში

 | 

ანდრეი

 | 

ბაბიშს

 | 

პრეზიდენტმა

 | 

მთავრობის

 | 

შექმნა

 | 

დაავალა

 | 

Sources