Sunday 2 November 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 6 days ago

ჰამასმა ისრაელს მე-16 მძევლის ცხედარი გადასცა

ღაზის სექტორში წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილმა) გადასცა კიდევ ერთი, მე-16მძევლის, ცხედარი. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ წითელ ჯვარს ცხედარი გადასცეს. ჰამასმა 13 ოქტომბერს ისრაელს გადასცა დარჩენილი 20 ცოცხალი მძევალი. დაჯგუფებას ისრაელისთის უნდა გადაეცა 28 დაღუპული მძევლის ცხედრები და დღემდე მხოლოდ 15-ის გადაცემა მოხერხდა, რადგან, როგორც ჰამასი აცხადებს, ძნელია გვამების მიკვლევა ომით განადგურებულ რეგიონში. ცხედრების გაცვლა ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა.


Latest News
Hashtags:   

ჰამასმა

 | 

ისრაელს

 | 

მძევლის

 | 

ცხედარი

 | 

გადასცა

 | 

Sources