Monday 20 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 days ago

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან ცეცხლის შეწყვეტაზე

უკრაინა და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში, ელექტროქსელების რემონტის მიზნით. ამ ცნობას ავრცელებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. ეს, ევროპაში ყველაზე მსხვილი ატომური ელეტროსადგური რუსეთის ძალებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინაში 2022 წელს შეჭრიდან მალევე. ელექტროენერგიის წარმოება შეჩერებულია, მაგრამ სადგურს ესაჭიროება გარედან მომარაგება ელექტროენერგიით. სადგურის ელექტროქსელებთან მიერთება განადგურებული იყო, რაშიც კიევი და მოსკოვი ერთმანეთს სდებენ ბრალს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ შეკეთების სამუშაოებზე მომუშავე სპეციალისტები ობიექტთან დაუშვეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამომდინარე. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოთხი კვირის განმავლობაში იყო დარჩენილი გარე ელექტროენერგიის გარეშე და მას ენერგიას დიზელზე მომუშავე გენერატორებით აწვდიდნენ.


Latest News
Hashtags:   

უკრაინა

 | 

რუსეთი

 | 

შეთანხმდნენ

 | 

ზაპოროჟიეს

 | 

ატომურ

 | 

სადგურთან

 | 

ცეცხლის

 | 

შეწყვეტაზე

 | 

Sources