Monday 20 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 3 days ago

ჩინეთმა კომუნისტური პარტიიდან გარიცხა რანგით მეორე გენერალი და კიდევ რვა პირი

ჩინეთის მეორე უმაღლესი რანგის გენერალი და მაღალი თანამდებობის კიდევ რვა პირი მმართველი კომუნისტური პარტიიდან და სამხედრო ძალებიდან გარიცხეს კორუფციასთან დაკავშირებული სერიოზული ბრალდებების გამო. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ გავლენიანი ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ჰე ვეიდონმა და გამოძიების ქვეშ მყოფმა კიდევ რვა პირმა უხეშად დაარღვიეს პარტიული დისციპლინა და რომ მათი გადაცდომა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ჰე ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო თანამდებობის პირია, რომელიც ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო ანტიკორუფციულ წმენდაში მოჰყვა. ის ჩინეთის 24-წევრიანი პოლიტბიუროს წევრიც იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გარიცხვა მხოლოდ არმიაზე არ აისახება. ჰე ცენტრალურ სამხედრო კომისიაში 2022 წელს დაინიშნა და საზოგადოებაში განმავლობაში არ გამოჩენილა. მანამდე ის მეთაურობდა აღმოსავლეთ თეატრის სარდლობას, რომელიც, საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ტაივანის წინააღმდეგ ოპერაციებზე იქნება პასუხისმგებელი. სი ძინპინმა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევის პირველი ვადისას კორუფციის წინააღმდეგ მრავალწლიანი კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მრავალი გავლენიანი პოლიტიკური კონკურენტი და ათასობით თანამდებობის პირი დაისაჯა. ზოგი მიიჩნევს, რომ ის ახლაც გეგმავს გარე ძალებთან შეთქმულებაში ეჭვმიტანილი ოფიცრების ფართომასშტაბიანი წმენდას და ანტიკორუფციული კამპანიის გაგრძელებას.


Latest News
Hashtags:   

ჩინეთმა

 | 

კომუნისტური

 | 

პარტიიდან

 | 

გარიცხა

 | 

რანგით

 | 

მეორე

 | 

გენერალი

 | 

კიდევ

 | 

Sources