Monday 20 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 21 hours ago

ისრაელის მედია იტყობინება ღაზაზე ისრაელის არმიის იერიშის შესახებ

Reuters-ის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა თავდასხმა მოაწყო ღაზაში. ცნობას სააგენტო ავრცელებს ისრაელის მედიაზე (Channel 12) დაყრდნობით. ამის ფონზე ისრაელი ადანაშაულებს ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი), რომ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის შუამავლობით გაფორმდა ღაზის სექტორში ომის დასრულების მიზნით. თვითონ ისრაელის არმიას კომენტარი ამ თავდასხმის გარშემო არ გაუკეთებია. ისრაელმა და ჰამასმა 9 ოქტომბერს ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინიციატივო შეთანხმებას, რომლის პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმის საპასუხოდ. ჰამასის მეთაურობით შეტევას ისრაელის სამხრეთში ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს. ღაზაში ისრაელის არმიის თავდასხმებმა სულ შეიწირა 67 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესად სამოქალაქო პირები, მთლიანად განადგურებულია რეგიონის ინფრასტრუქტურა და დანგრეულია ქალაქები.


Latest News
Hashtags:   

ისრაელის

 | 

მედია

 | 

იტყობინება

 | 

ღაზაზე

 | 

ისრაელის

 | 

არმიის

 | 

იერიშის

 | 

შესახებ

 | 

Sources