Monday 20 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 24 hours ago

რუსეთმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტია - დაშავდა 10 ადამიანი

დნეპროპეტროვსკის ოლქზე თავდასხმების შედეგად, სინელნიკოვსკის რაიონის შახტარსკის თემში 10 ადამიანი დაშავდა. გაჩნდა ხანძარი. დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელი, ვლადისლავ გაივანენკოს ცნობით, ერთი ქალის მდგომაროება მძიმეა. საჰაერო დარტყმის შედეგად ბინები დაიწვა სამ მაღალსართულიან შენობაში. მეჟევსკაიას რაიონში კერძო სახლსაც გაუჩნდა ხანძარი. ნიკოლაევში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. „რუსმა ჯარისკაცებმა ნიკოპოლის რეგიონში არტილერია და დრონები გამოიყენეს. დაზიანდა რაიონული ცენტრი და პოკროვსკაიას თემი. ამ უკანასკნელში კერძო სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა“, - განაცხადა მან. ჯამში, 19 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას 62 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია - საჰაერო ძალების ცნობით, 40 სამიზნე ჩამოაგდეს ან ჩაახშეს. პარალელურად, გუშინ ღამით უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოსექტორის ორ სტრატეგიულ ობიექტზე მიიტანეს იერიში - ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ და სამარის ოლქის ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ორენბურგის ოლქის გუბერნატორმა ევგენი სოლნცევმა გაზის გადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შესახებ თავის Telegram არხზე დაწერა, რომ ქარხნის ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა. „დრონის დარტყმის შედეგად, ერთ-ერთ საამქროში ხანძარი გაჩნდა. შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური იქნა მობილიზებული“, - წერს რეგიონის გუბერნატორი. მან დასძინა, რომ ქარხნის თანამშრომლებს შორის არავინ დაშავებულა და ქალაქს საფრთხე არ ემუქრება. ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა მსოფლიოში უდიდეს გაზის ქიმიურ კომპლექსად ითვლება. მისი გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში 37,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზია.


Latest News
Hashtags:   

რუსეთმა

 | 

წუხელ

 | 

დნეპროპეტროვსკის

 | 

შეუტია

 | 

დაშავდა

 | 

ადამიანი

 | 

Sources