Sunday 19 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 6 days ago

საქართველოს ციხეებში პატიმრების რიცხვი 6 თვეში 1 532-ით გაიზარდა - კიდევ რას აჩვენებს სტატისტიკა

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, საქართველოში პატიმრების საერთო რაოდენობა უახლოვდება იმ ზედა ზღვარს, რამდენი ადგილიც არის საპატიმრო დაწესებულებებში. პენიტენციური სისტემის 14 დაწესებულებაში სულ 12 332-ი პატიმარის ადგილია - მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე პატიმართა რაოდენობა. აგვისტოში ქსანში, მე-15 დაწესებულებაში დასაშვებზე 251-ით მეტი პატიმარი იჯდა, ქუთაისში 111-ით, გლდანში 418-ით. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ კონკრეტულ ციხეებში განსაზღვრულზე მეტი რაოდენობის პატიმრების განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე შესაძლებელია. ათი ათას პატიმარზე მეტი საქართველოს 2015 წლის შემდეგ აღარ ჰყოლია 2024 წლამდე. 2024 წელს პატიმრების მზარდი რაოდენობა ოქტომბერში შემცირდა - ამ დროს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა - მის ლეგიტიმაციას ოპოზიციური პარტიები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამ დრომდე არ აღიარებენ. 2025 წლის პირველ 6 თვეში პატიმართა რაოდენობა 1 532-ით გაიზარდა და 10 124 გახდა. თუკი წლის დასაწყისში პატიმრობა აღკვეთი ღონისძიების სახედ გამოიყენებოდა 38,9% შემთხვევებში, აგვისტოში ეს მაჩვენებელი 41,0%-მდე გაიზარდა. სხვაგვარად ეს იმას ნიშნავს, რომ წლის დასაწყისში 455 ადამიანს შეეფარდა პატიმრობა, აგვისტოში 724-ს. პატიმართა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაპატიმრების მაჩვენებელიც - თუკი 2025 წლის იანვარში ქართულ ციხეებში 1 022 უცხო ქვეყნის მოქალაქე იჯდა 54 ქვეყნიდან, 2025 წლის აგვისტოში უცხოელი პატიმრების რიცხვი 61 ქვეყნიდან 1 347-მდე გაიზარდა. უცხოელ პატიმრებს შორის ყველაზე დიდ წილს თურქეთის მოქალაქეები შეადგენენ (34% აგვისტოს მდგომარეობით), შემდეგ მოდის რუსეთი (11,95%), აზერბაიჯანი (8,83%), უკრაინა (7,8%) და ირანი (5,42%); ზრდა ჩანს არაპატიმარ მსჯავრდებულებშიც - თუკი 2025 წლის იანვარში 19 137 არაპატიმარი მსჯავრდებული იყო საქართველოში, აგვისტოში მათმა რიცხვმა 20724 შეადგინა. მათი 83% პირობითი მსჯავრით არის ციხის გარეთ.


Latest News
Hashtags:   

საქართველოს

 | 

ციხეებში

 | 

პატიმრების

 | 

რიცხვი

 | 

თვეში

 | 

გაიზარდა

 | 

კიდევ

 | 

აჩვენებს

 | 

სტატისტიკა

 | 

Sources