Sunday 19 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 5 days ago

ჩინეთისა და ბერალურის ელჩებმა ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გასული წლის ბოლოდან მოყოლებული მეხუთედ შეხვდა საქართველოში ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით ჩინელმა დიპლომატმა ირაკლი კობახიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა . შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე , - ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა ირაკლი კობახიძეს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება. დღესვე ქართულმა ოცნებამ არჩევნებში გამარჯვების მილოცვა მიიღო მინსკისგანაც. ამის შესახებ მანამდე ბელარუსის ავრორიტარი ლიდერის ალიაქსანდ ლუკაშენკას პრესცენტრი იუწყებოდა. დღეს კი ლუკაშენკას მილოცვა ირაკლი კობახიძეს ბელარუსის ელჩმა ნიკოლაი როგაშჩუკმა გადასცა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს , - ნათქვამია მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კობახიძემ ელჩს ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მინსკი ოფიციალურად არ აღიარებს საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, თუმცა კონტაქტებს ინარჩუნების რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ რეგიონებთან. ლუკაშენკა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაშიც დაადანაშაულეს სოხუმში ვიზიტის გამო. მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთბების გაუმჯობესება დაიწყო საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებისა და უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი არჩევის შემდეგ. გასული წლის ბოლოს ლუკაშენკამ ყაველაშვილის პრეზიდნეტის პოსტზე არჩევა მიულოცა, ხოლპ ყაველაშვილმა ლუკაშენკას ზედიზედ მეშვიდედ ბელარუსის პრეზიდენთად არჩევა. ლუკაშენკამ ყაველაშვილს, რომელსაც ქართული ოპოზიციისა და საზოგადოების ერთი ნაწილი ლეგიტიმურად არ მიიჩნევს, გამარჯვების დღე მიულოცა. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც მიუკერძოებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიპოვა გამარჯვება, ზოგან - 100%-ით. არჩევნები მონაწილეობა არ მიიღო ორმა დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. ისინი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდნენ.


Latest News
Hashtags:   

ჩინეთისა

 | 

ბერალურის

 | 

ელჩებმა

 | 

ქართულ

 | 

ოცნებას

 | 

არჩევნებში

 | 

გამარჯვება

 | 

მიულოცეს

 | 

Sources