Friday 17 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
news.ge - 1 days ago

პერუში საპროტესტო აქციებზე ერთი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

პერუში საპროტესტო აქციებზე ერთი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, ინფორმაციას გამოცემა „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. პერუს დროებითი პრეზიდენტის, ხოსე ხერის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 32 წლის ედუარდო რუის სანსი გარდაიცვალა. ამასთან, პერუს სახალხო დამცველის ცნობით, საპროტესტო აქციებზე შეტაკებების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ლიმაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები ქვეყანაში დანაშაულის ზრდის ფონზე მიმდინარეობს. [ ]


Latest News
Hashtags:   

პერუში

 | 

საპროტესტო

 | 

აქციებზე

 | 

ადამიანი

 | 

დაიღუპა

 | 

დაშავდა

 | 

Sources