Monday 20 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 4 days ago

ვენეციის კომისია აგენტების კანონზე ევროსასამართლოში სარჩელზე მესამე მხარედ ჩაერთო

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ აგენტების კანონთან დაკავშირებით ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვაში მესამე მხარედ ჩაერთო და სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სარჩელი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა შეიტანეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საჩივარი საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ 2024 წლის 13 ნოემბერს დაარეგისტრირა,. 2025 წლის 12 აგვისტოს წერილით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ვენეციის კომისიას ნება დართო, საქმეში მესამე მხარის სახით ჩართულიყო და წარედგინა წერილობითი მოსაზრებები. სასამართლოს მეგობრის სახელით მოსაზრებები ვენეციის კომისიამ 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ზუსტად განსაზღვრული და თან ახლდეს ძალადობისგან ეფექტური დაცვის მექანიზმები. ეს შეზღუდვები არ უნდა გამოიყენებოდეს ორგანიზაციების სტიგმატიზაციის ან მარგინალიზაციის მიზნით მათი დაფინანსების წყაროების ან აღქმული პოლიტიკური პოზიციის საფუძველზე . კომისია მიიჩნევს, რომ ყველა კანონმდებლობა, რომელიც ერთსა და იმავე საკითხს (უცხოური გავლენის გამჭვირვალობა) და ერთსა და იმავე სუბიექტებს შეეხება (ფიზიკური ან იურიდიული პირების), უნდა შემოწმდეს სისტემური მიდგომით. კომისია აღნიშვანს, რომ საკანონმდებლო აქტებში გამოყენებულია ბუნდოვან ნორმები რაც ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციას ანიჭებს , რაც ხელს უშლის ამ ნორმების შედეგების წინასწარ განჭვრეტას და შესაბამისად, არ აკმაყოფილებს სამართლებრივი განსაზღვრულობის მოთხოვნებს . ერთობლიობაში, ვენეციის კომისიის თანახმად, ამ საკანონმდებლო აქტებით შექმნილი რთული სამართლებრივი ჩარჩო უნდა ჩაითვალოს დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლებრივი განსაზღვრულობისა და აუცილებლობის პრინციპებთან შეუთავსებლად”. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანახმად, აგენტების კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და ოთხი ფიზიკური პირის სახელით. მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლი) დარღვევებზე დავობენ. 2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა, ხალხმრავალი პროტესტისა და პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ შეჩერებულია ქვეყნის ევროინტეგრაცია, პარტნიორმა ქვეყნებმა კი საქართველოს მთავრობას დახმარების ნაწილი შეუჩერეს. 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“, მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა. საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე. კანონი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. შარშან 4 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა მისი მოქმედება არ შეაჩერა.


Latest News
Hashtags:   

ვენეციის

 | 

კომისია

 | 

აგენტების

 | 

კანონზე

 | 

ევროსასამართლოში

 | 

სარჩელზე

 | 

მესამე

 | 

მხარედ

 | 

ჩაერთო

 | 

Sources