ვენეციის კომისია დასკვნას აქვეყნებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (ქართული FARA), გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონსა და ქართული ოცნების მიერ მიღებული სხვა კანონებზე.
ვენეციის კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მოთხოვნით, თავის ბოლო პლენარულ სესიაზე მიიღო დასკვნა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის , „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ ასევე, სხვა კანონებთან მიმართებით.
ვენეციის კომისიის დასკვნა 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
ვენეციის კომისიის განმარტებით მათ სისტემური მიდგომით გააანალიზეს საკანონმდებლო აქტები, რათა ერთდროულად გამოსაყენებელი კანონების ერთობლივი ეფექტი გაეთვალიწინებინათ ერთსა და იმავე იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე.
დასკვნა ქართულ FARA -ზე„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლებამ წარადგინა უცხოური გავლენის რეგულირების შესახებ უფრო ფართო საკანონმდებლო პაკეტი. ეს პაკეტი მოიცავს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს („ქართული FARA“), გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, მაუწყებლობის შესახებ კანონს და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონს. ვენეციის კომისიამ ისინი სისტემური მიდგომით გააანალიზა, რადგან ყველა მათგანი, როგორც აღნიშნულია, მიზნად ისახავს არასათანადო უცხოური გავლენის თავიდან აცილებას , - ნათქვამია დასკვნაში.
რომლის თანახმადაც უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის არასაკმარისი სიცხადე და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს
რაც შეეხება „ქართულ FARA-ს“, ის იძლევა ძირითადი ტერმინების, განსაკუთრებით „უცხოელი პრინციპალის“, „უცხოელი პრინციპალის აგენტის“ და „პოლიტიკური საქმიანობის“ ყოვლისმომცველ და არაზუსტ განმარტებებს. სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობას და სამართლებრივ სიცხადეს. კანონის მოქმედების ფართო არეალი საშუალებას იძლევა, რომ ის გამოყენებული იქნეს განურჩევლად პირებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრის მიმართ, უცხოურ სუბიექტთან რაიმე ფაქტობრივი სააგენტო ურთიერთობის არსებობის მიუხედავად, ისე, რომ ეს არც აუცილებელი და არც პროპორციულია , - ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისია წერს, რომ „უცხოური ძალის აგენტების“ იარლიყი თავისთავად სტიგმატიზირებას ახდენს და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე შემაფერხებელ ეფექტს ქმნის. „უცხოელი ძალის აგენტებისთვის“ დაკისრებული ვალდებულებები მოიცავს დეტალურ რეგისტრაციას, ხშირ ანგარიშგებასა და გამჟღავნების მოვალეობებს, ჩანაწერების წარმოებას და მასალების ეტიკეტირებას. ასეთი ვალდებულებები შეიცავს ფართო და გაურკვეველ ფორმულირებებს და არაპროპორციული ტვირთია, რაც კიდევ უფრო აფერხებს სამოქალაქო ჩართულობას .
2025 წლის 31 მაისიდან ძალაში შევიდა სადავო პარლამენტის მიერ, 1 აპრილს მიღებული კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ე.წ. ქართული FARA , რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ანტიკორუფციული ბიურო. ეს კანონი, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. წესდება სისხლის სამართლის წესით გასამართლების მექანიზმი - კერძოდ, კანონი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის მოთხოვნას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას.
რაც შეეხება აღსრულების საკითხს, ვენეციის კომისია დასკვნაში წერს, რომ ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც გადაჭარბებული დისკრეციით სარგლებლობს, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკმარისი გარანტიები .
როგორც დასკვნაში წერია, ქართული FARA-ს“ დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა დანაშაულის აღწერის ფართოდ ჩამოყალიბებული დებულებები არასრული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და არ გააჩნია საჭირო განჭვრეტადობა და გამართლება, ხოლო მკაცრი სანქციები ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის სტანდარტს. ბუნდოვანი დებულებების, ფართო უფლებამოსილებებისა და დაცვის არასაკმარისი მექანიზმების ერთობლიობა ქმნის თვითნებობის, შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი ბოროტად გამოყენების რისკებს .
მთლიანობაში „ქართული FARA-ს“ მიერ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი ქმნის კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებებისთვის ძირის გამოთხრის რისკს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პარალელურად მიღებული, ის იწვევს კიდევ უფრო მეტ დაბნეულობასა და გაურკვევლობას , -წერია დასკვაში
კომისია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით მანამდე მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად მიიჩნევს, რომ რეკომენდებულია „ქართული FARA-ს“ გაუქმება“.
გრანტების შესახებ კანონზევენეციის კომისიის მოსაზრებით, რეკომენდებულია გრანტების შესახებ კანონში შესული ცვლილებების გაუქმება ან მისი საფუძვლიანად გადახედვა.
რაც შეეხება გრანტების შესახებ კანონს, მისი შესწორებები ითვალისწინებს უცხოური გრანტების მთავრობის მიერ წინასწარ დამტკიცების ზოგად მოთხოვნას, თუმცა მას არ აქვს აუცილებლობისა და პროპორციულობის თვალსაზრისით დადასტურებული დასაბუთება. გარდა ამისა, შესწორებები არ ითვალისწინებს უარის თქმის მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს და შეიცავს დაცვის არასაკმარის ზომებს, რაც მისი თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენებისთვის ფართო შესაძლებლობას ტოვებს .
დასკვნუს თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს ფართო საგამოძიებო და აღსრულების უფლებამოსილებები, მათ შორის დაუყოვნებლივი ჩამორთმევის ბრძანების უფლებამოსილება, შეზღუდულ პროცედურულ ვადებთან და არაპროპორციულ სანქციებთან ერთად, კიდევ უფრო უთხრის ძირს სამართლიანობას და სათანადო სასამართლო პროცესს .
ამ ნაკლოვანებების გათვალისწინებით , ვენეციის კომისია შესწორებების გაუქმების რეკომენდაციით გამოდის.
სულ მცირე, შესწორებები საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი შეზღუდვა იყოს აუცილებელი, პროპორციული და მკაფიოდ განსაზღვრული და მათ თან ახლდეს ძლიერი პროცედურული და სასამართლო დაცვის ზომები“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვაზეგაქმების შესახებ ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებითაც. ცვლილებები მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავს. შესწორებები ითვალისწინებს მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების სრულ აკრძალვას, „უცხოური ძალის“ ზედმეტად ფართო განმარტების გამოყენებით , - წერს კომისია და შეშფოთებით აღნიშნავს, რომ, ნაკლებად შემზღუდველი ალტერნატივების განხილვის ნაცვლად, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებმა დააწესა აბსოლუტური აკრძალვა მაუწყებლებისთვის უცხოურ დაფინანსებაზე.
ცვლილებები არ განასხვავებს დაფინანსებას, რომელიც რეალურად ემუქრება დემოკრატიულ მთლიანობას და დაფინანსებას, რომელიც მხარს უჭერს ლეგიტიმურ ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობას, რაც ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის, პროპორციულობის სტანდარტებს .
კომისიის მოსაზრებით, ახალი საკანონმდებლო ბაზა საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცეს და დემოკრატიულ თავისუფლებებს, ძირს უთხრის მედიის პლურალიზმს და არ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს. ამიტომ, რეკომენდებულია აკრძალვის გაუქმება“, - მიიჩნევს ვენეციის კომისია.
ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კომისიის დასკვნა პოლიტიკურია და არა სამართლებრივი.
მსგავსი განცხადებით, გამოეხმაურა დასკვნას სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, 16 ოქტომბერს მედიასთან საუბარში.
მანამდე ვენეციის კომისიას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები და პოლიტიკური ანგარიში. ეს დასკვნა და ეს ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად და არა სამართლებრივი დასკვნების შემდგენლად მაგალითად, როცა საუბრობენ FARA-ზე, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, იმასაც ვერ ბედავენ თქვან, რომ ის კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო , - თქვა პაპუაშვილმა.
5 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგის სასამართლოში) დარეგისტრირდა ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის FARA-ს წინააღმდეგ.
Saturday 18 October 2025
radiotavisupleba - 2 days ago
ვენეციის კომისიას ქართული FARA -ს, გრანტების შესახებ კანონისa და მაუწყებლობის კანონში ცვლილებების გაუქმების რეკომენდაცია აქვს


Имерлишвили утверждает, что променяла пост судьи КС на позицию ректора в частном международном университете
- apsny
სუს-ი – გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
- news.ge
ამოღებულია 7 მილიონი დოლარი, ძვირფასი ნივთები, ნახატები... - სუსი ღარიბაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკაზე
- radiotavisupleba
სუს-ი: ყოფილი ჩინოვნიკების სახლებიდან ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი და 136 ათასი ლარი
- sputnik-georgia
Павленишвили: Оказалось, мы были правы, когда говорили, что коллективный Иванишвили и его банда коррумпированы
- apsny
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ 1 კვირაში შეიტანენ
- radiotavisupleba
აშშ-ში მყოფ გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს „წინასწარი პატიმრობა“ დაუსწრებლად შეუფარდეს
- radiotavisupleba
ავღანეთი და პაკისტანი დოჰაში სამშვიდობო მოლაპარაკებას გამართავენ, ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმების ფონზე
- radiotavisupleba
არ დაწვათ ფოთლები! გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
- sputnik-georgia
Пятеро граждан Турции задержаны в Аджарии по обвинениям в хулиганстве и нанесении телесных повреждений
- apsny
სტუდენტებმა უნდა მიიღონ ცოდნა საქართველოში და არა უცხოეთში - პრემიერი განათლების რეფორმაზე
- sputnik-georgia
მოსამართლე იმერლიშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს საკონსტიტუციოს დატოვების მიზეზს
- radiotavisupleba
არჩილ მუსელიანცი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს: თქვენ თუ ვერ შეძლებთ, გთხოვთ, სხვა სასულიერო პირი შემოვიდეს…
- timer
სალომე ზურაბიშვილი – სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეჟიმის რეპრესიები მისი თვითგანადგურების ტოლფასია
- timer
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
- timer
ზელენსკი და ტრამპი თეთრ სახლში ხვდებიან. ზელენსკი იმედოვნებს, რომ ტრამპი უკრაინას ომის დასრულებაში დაეხმარება
- radiotavisupleba
დღეს არავინ იკითხება, არც არავინაა დაკავებული, მოგვიანებით გამოიკითხებიან - სუს-ი ყოფილ მაღალჩინოსნებზე
- radiotavisupleba
სომხეთმა გაათავისუფლა რუსეთის მიერ ძებნილი კიდევ ერთი ქართველი, რომელიც უკრაინაში იბრძოდა
- radiotavisupleba
რუსთაველი გამზირზე აქცია განახლდა - დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს კანონის გამკაცრების მიუხედავად
- radiotavisupleba
სააპელაციომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე კოლდარი და კუჭუაშვილი პატიმრობაში დატოვა
- radiotavisupleba
არ არის დაჭერილი, თბილისშია - პირადი მცველი ღარიბაშვილზე, რომლის სახლებიც გაჩხრიკეს
- radiotavisupleba
შალვა პაპუაშვილმა დაგმო ევროკავშირის დუმილი პრეზიდენტის სასახლის შტურმთან დაკავშირებით
- sputnik-georgia
უკრაინელი მამაკაცები არ აღიარებენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საკუთრებისათვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებას
- radiotavisupleba
აშშ-ში ბრალი წაუყენეს ფირმა Smartmatic-ს, რომლის ტექნოლოგიებითაც ჩატარდა არჩევნები საქართველოში
- radiotavisupleba
დაანონსებული რეფორმის მიზანი ცენზურა, მუქარა და აკადემიაში პარტიული პოლიტიკის გატარებაა - ილიაუნის სტუდენტები
- radiotavisupleba
შსს-მ მომიტინგეებსა და ორგანიზატორებს აქციის კანონის ფარგლებში ჩატარებისკენ მოუწოდა
- sputnik-georgia
Проведены обыски квартир, домов и личные обыски Гарибашвили, Лилуашвили, Парцхаладзе и 8 связанных с ними лиц
- apsny
ევროპის მთავარმა ცენტრისტულმა-მემარცხენე პოლიტიკურმა ჯგუფმა სლოვაკეთის ლიდერის პარტია გარიცხა
- radiotavisupleba
პრეზიდენტის სასახლის ღობეს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ჭრის კვალი არ დადასტურდა - გელა გელაძე
- radiotavisupleba
საქართველოში შესაძლოა 11-წლიანი სასკოლო სისტემა აღდგეს - განათლების მინისტრის განმარტება
- sputnik-georgia
Ректор «Университета Грузии» об иске Технического университета: юридически это дело бесперспективно
- apsny
Уголовное дело возбуждено против Ираклия Шаишмелашвили, бывшего высокопоставленного сотрудника МВД Грузии
- apsny
რუსული ენის ქართველმა პედაგოგებმა სანქტ-პეტერბურგში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარეს
- radiotavisupleba
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
- news.geHashtags:
ვენეციის
|კომისიას
|ქართული
|გრანტების
|შესახებ
|კანონისa
|მაუწყებლობის
|კანონში
|ცვლილებების
|გაუქმების
|რეკომენდაცია
|
ჯანგველაძის საქმე: უძილაურმა დუმილი დაარღვია და მკვლელობა შურისძიებითა და „კონტროლის დაკარგვით“ ახსნა
- radiotavisupleba
ტრამპმა შუააღმოსავლური ტურნე დაასრულა - ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვაქვს მშვიდობა შუა აღმოსავლეთში
- radiotavisupleba
საქართველოს ციხეებში პატიმრების რიცხვი 6 თვეში 1 532-ით გაიზარდა - კიდევ რას აჩვენებს სტატისტიკა
- radiotavisupleba
სუს: დავაკავეთ ე.წ. თექბირისტების ჯამაათის წევრები, აპირებდნენ ISIS-ის პლაცდარმის მოწყობას საქართველოში
- radiotavisupleba
თუ საკონსტიტუციო პარტიას გააუქმებს, წევრებს პოლიტიკაში ყოფნაც აეკრძალებათ - „ოცნების“ კანონპროექტი
- radiotavisupleba
EPP ევროპის საბჭოს და ევროკავშირის სახელმწიფოებს საქართველოში პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
- timer
გიგა ზედანია: უნივერსიტეტები დიდწილად ჩამოშორდება ევროპულ სივრცეს, ახალი სისტემა იქნება იზოლაციონისტური და ღრმად პროვინციული
- timer
ორ კვირაში დადგენილია უკრაინასთან ომში რუსეთიდან დაღუპული კიდევ 2161 პირის ვინაობა
- radiotavisupleba
ფორმას რაც შეეხება, ყვავილით ხომ არ დააკავებენ? – კალაძე პოლიციის მიერ აქტივისტების დაკავებაზე
- timer
Папуашвили: Уже 13-й день, как Брюссель не осуждает насильственный штурм президентского дворца, это позор
- apsny
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა – თინა ბოკუჩავა
- timer
კობახიძის თქმით, უცხოეთში წასვლის სურვილის გამო სასკოლო სწავლება 12 წელი არ უნდა იყოს
- radiotavisupleba
“ეგენი კი არ გჭირს, მე ჩავაწერინე…” – ექიმები ფულის სანაცვლოდ ყალბ შშმ პირის ცნობას ამზადებდნენ
- timer
სოჭიდან და ანექსირებული ყირიმიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის შესახებ იუწყებიან
- radiotavisupleba
საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი სტუდენტი ვერ გახდა – გიგი უგულავა
- timer
Глава МИД Швеции: Грузия взяла на себя обязательство обеспечить населению возможность самостоятельно определять свое будущее
- apsny
მესაფლავეები ჩვენ ვართ თქვენი პარტიის – კობახიძის პასუხი შეკითხვაზე, როგორ აღმოჩნდა “უცხოელი დამკვირვებელი” მესაფლავე
- timer
„ტექნიკური უნივერსიტეტი“ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ქონების დაყადაღებას და გადაცემას ითხოვს
- radiotavisupleba
საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
- timer
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
- timer
ისარგებლე პირველად საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით და მიიღე 30% ქეშბექი extra.ge -ზე შოპინგისას
- timer
ეფესბეს ხელმძღვანელი დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს კავშირში ოპერაციასთან ობობის ქსელი
- radiotavisupleba
ყაველაშვილმა დღესვე მოაწერა ხელი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ მორიგ ცვლილებებს
- radiotavisupleba
Премьер-министр заявил о возможном переходе на новую систему высшего и школьного образования
- apsny