Thursday 16 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 days ago

მაჩადოსთვის ნობელის პრემიის მინიჭების შემდეგ ვენესუელამ ნორვეგიაში საელჩო დახურა

ვენესუელამ გამოაცხადა, რომ ნორვეგიასა და ავსტრალიაში საელჩოებს ხურავს და ბურკინა-ფასოსა და ზიმბაბვეში ახალი დიპლომატიურ მისიებს გახსნის. ვენესუელამ ეს გამოაცხადა ამ ქვეყნის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მარია კორინა მაჩადოსთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების შემდეგ სულ რამდენიმე დღეში. ნიკოლას მადუროს მთავრობის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებული იქნა „რესურსების სტრატეგიული გადანაწილებისა“ და დიპლომატიური სამსახურის რესტრუქტურიზაციის ფარგლებში. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან მიიღო შეტყობინება საელჩოს დახურვის შესახებ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია გადაწყვეტილების მიზეზი. 12 ოქტომბერს, ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მაჩადოს „დემონური ჯადოქარი“ უწოდა, რომელსაც „მოსახლეობის 90 პროცენტი უარყოფს“. 10 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა მაჩადოს პრემია მიანიჭა „ვენესუელის ხალხის დემოკრატიული უფლებების ხელშეწყობისათვის დაუღალავი შრომისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლისთვის ბრძოლისთვის“. მაჩადო ვენესუელის პარლამენტის ყოფილი წევრია. ის 2014 წელს ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების მთავარი ფიგურა იყო. 2023 წელს მან პრაიმერიზი მოიგო და საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს, თუმცა ხელისუფლებამ ის კენჭისყრიდან მოხსნა. შემდეგ ედმუნდო გონსალესი გახდა საპრეზიდენტო კანდიდატი. ვენესუელის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ არჩევნების შემდეგ გამარჯვება გამოაცხადა, თუმცა შედეგები დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, მათ შორის გაერომ, გააპროტესტეს. ევროპის პარლამენტმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ახლად არჩეულ პრეზიდენტად აღიარეს.


Latest News
Hashtags:   

მაჩადოსთვის

 | 

ნობელის

 | 

პრემიის

 | 

მინიჭების

 | 

შემდეგ

 | 

ვენესუელამ

 | 

ნორვეგიაში

 | 

საელჩო

 | 

დახურა

 | 

Sources