საქართველოს სტუმრობს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რომელიც საქართველოში იმყოფება, როგორც ეუთოს თავმჯდომარე.
ვალტონენი 14 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებთან მივიდა და იქვე გადაიღო მოკლე ვიდეომიმართვა, რომელიც X-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა. ელინა ვალტონენი მიმართვაში აღნიშნავს, რომ პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ქვეყნის გეზის გამო შეშფოთებული მოქალაქეები:
„მე თბილისში ვარ, პარლამენტის შენობის წინ. აქ იკრიბება მშვიდობიანი დემონსტრაცია. ნელ-ნელა უამრავი ხალხი მოდის. აფრიალებენ ევროკავშირის, ნატოს და როგორც ჩანს, ფინეთის დროშებსაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოს დროშას. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია გეზით, რომელსაც ეს ქვეყანა იღებს ხალხისთვის ძირითადი თავისუფლებების წართმევით, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებით და შეკრების თავისუფლებით. იმის თქმაც კი ზედმეტია, რომ ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ მათ მხარდასაჭერად“.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ელინა ვალტონენმა საუბარი დაიწყო იმის ხაზგასმით, რომ „ეუთო აფასებს საქართველოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში (IPRM)”. ფინელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია IPRM-ში აქტიური მონაწილეობის გაგრძელება, რადგან ეს ფორმატი შესაძლებელს ხდის კონკრეტული - მაგალითად, წყლის მენეჯმენტთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრას. მან „ქართული ოცნების“ მთავრობას მოუწოდა კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ ყველა დისკუსიაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვისკენ. ამის შემდეგ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს შიდა ვითარებაზე გადავიდა და აღნიშნა, რომ მან ბოჭორიშვილს გაუზიარა ეუთოს სახელმწიფოებისა და ეუთოს ინსტიტუტების „სერიოზული შეშფოთება“ საქართველოში არსებული ვითარების გამო:
„მათ შორის, ამკრძალავ კანონებზე, რომლებიც აფერხებს სივრცეს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის პროფესიონალებისა და ჟურნალისტებისთვის და დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებული შეშფოთება.
მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება - არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების გაყინვა ძალიან შემაშფოთებელია, ასევე ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერის დაპატიმრება და ჩვენ მოვუწოდებთ თავისუფალი, სამართლიანი და პროპორციული სამართლებრივი პროცედურისკენ ყველასთვის, ვინც დაპატიმრებულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებისთვის.
სამოქალაქო საზოგადოება არ წარმოადგენს საფრთხეს სტაბილურობისთვის, არამედ პირიქით - არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებადამცველები და ჟურნალისტები, სხვა რომ არ ჩამოვთვალოთ, არიან დემოკრატიული მედეგობის სასიცოცხლო წყარო. ისინი უპირისპირდებიან უსამართლობას, მოაქვთ სიახლე და პასუხს სთხოვენ ძალაუფლებას. მათი ხმები არა მხოლოდ უნდა ისმოდეს, არამედ ისინი დაცულები უნდა იყვნენ. სწორედ ამიტომ საქართველოში ვიზიტი არის აქცენტირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე“.
ელინა ვალტონენმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მოქალაქეებისთვის არჩევანის მიცემის მნიშვნელობას:
„ნებისმიერ დემოკრატიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიეცეთ არჩევანი. ეს ეხება საქართველოსაც. ქართველი ხალხის გადასაწყვეტი იქნება როგორი მთავრობა, როგორი მომავალი სურს. რაც შეეხება ეუთოს, ეს არის პრინციპები. და მართლაც, ჰელსინკის ფინალურ აქტში ჩამოყალიბებული ათი პრინციპი მოიცავს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობას, რაც საქართველოზეც სრულად ვრცელდება.
მაგრამ ქართველ ხალხზეც ვრცელდება ადამიანის უფლებები - გამოხატვის თავისუფლება, პოლიტიკური მონაწილეობის თავისუფლება და ყველა ის თავისუფლება, რომელიც გაწერილია ზოგად პრინციპებში.
საჭიროა, საქართველოს მთავრობამ იპოვნოს გამოსავალი ამ კრიზისიდან და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ხალხის ნდობის აღსადგენად“.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არა მხოლოდ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, არამედ ჯერ კიდევ 2008 წლიდან აცხადებდა „რუსეთის აგრესიული ქცევის სრულად გამოვლინებაზე“, რომელიც საქართველოში შეჭრით დაიწყო.
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციის დასაწყისში მადლობა გადაუხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა, რომ მასთან საქართველოს ოკუპაციის შესახებ ილაპარაკა. მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა აგრეთვე, რომ 15 ოქტომბერს ელინა ვალტონენი ოკუპაციის ხაზთან ჩავა:
„საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები, ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ხალხისთვის, რომელიც მოკლებულია საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. ხვალ თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს და პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია და რამდენად ახლოსაა ის საფრთხეები, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ შეხვედრის ფარგლებში და რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს მუდმივად საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში”.
რადიო თავისუფლებამ მაკა ბოჭორიშვილს ჰკითხა - აპირებს თუ არა ის ოკუპაციის ხაზთან გაჰყვეს ფინელ სტუმარს. მისი ვრცელი პასუხიდან ნათელი გახდა, რომ ელინა ვალტონენს ოკუპაციის ხაზთან ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) გაუწევს მეგზურობას:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი ეწვიოს საოკუპაციო ხაზს და თავად ნახოს იქ არსებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ჰქონდეს სწორი აღქმები იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აქვს. ფინეთი იმავდროულად არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელშიც ასევე ფინეთის მოქალაქეები წარმოდგენილი, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ ეს მისია არის საქართველოში და დღესდღეობით ჩვენთვის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც ადგილზე უწევს მონიტორინგს არსებულ სიტუაციას და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას აქვს შესაძლებლობა ასევე გაუწიოს მეგზურობა და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდოს როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციამ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება საქართველოს საოკუპაციო ხაზზე“.
რადიო თავისუფლებამ ელინა ვალტონენს სთხოვა დაესახელებინა ერთი ან მეტი ნიშანი იმისა, რომ, საქართველოში არსებული ვითარებისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი გადაწყვეტილებებისა თუ მათი რიტორიკის გათვალისწინებით, საქართველო ჯერაც ევროკავშირისკენ მიემართება. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი:
„მე ყოველთვის ვეუბნები ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, რომ თითოეული რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში მათ გასაწევრიანებლად, იქნება ეს კანონის უზენაესობის, დემოკრატიული პროცესის, საზოგადოებაში არსებული ყველა უმცირესობის ჩართულობის, კორუფციის აღმოსაფხვრელად გამჭვირვალების გაზრდისა თუ სრულფასოვანი საბაზრო ეკონომიკის არსებობის კუთხით - როცა ის ემსახურება ხალხს და არა მათ მცირე ნაწილს - მივყავართ, შეიძლება ითქვას, ღირებულებებთან და ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არც ერთი ეს რეფორმა, ეს გზა არ მივა ევროკავშირის წევრობამდე, რაც სრულად ხალხის გადასაწყვეტია, თითოეული ნაბიჯი ამ გზაზე ემსახურება კანდიდატი ან ევროინტეგრაციის გზაზე მიმავალი ქვეყნის ხალხს, ვინაიდან ეს მათ მისცემს არსებითად მეტ თავისუფლებას, თითოეულ და ყველა ინდივიდს მისცემს გადაწყვეტილების მიღების მეტ ძალას და ეს მათ მისცემს მეტად აყვავებულ მომავალს, რომელშიც სრულფასოვნად იქნებიან ჩართულები საბაზრო ეკონომიკისა და ვაჭრობის გზით. და, ეს არის მომავალი, რომელშიც ევროკავშირი სიხარულით მიიწვევდა საქართველოსაც.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დემოკრატიაში ხალხის გადასაწყვეტია სურთ თუ არა ამ ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო დროს ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ამ ნაბიჯებიდან ბევრის გადადგმა ანდა ზოგიერთი ნაბიჯს საქართველოს მთავრობა საპირისპირო მიმართულებით დგამს: მაგალითად, ხალხისთვის მისი კუთვნილი თავისუფლებების წართმევა, მათი მიცემის ნაცვლად; ოპოზიციის ლიდერების ციხეში ჩასმა არსებითად ნიშნავს იმას, რომ ხალხს არ ექნებოდა არჩევანი, როცა საქმე არჩევნებს ეხება, არჩევნები ტექნიკურად გამჭვირვალე და თავისუფალიც რომ ყოფილიყო; ანდა, დაფინანსების გართულება სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ნამდვილად არ ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას, არ ანიჭებს თავისუფლებას ღია საზოგადოებას, არამედ ართმევს მას.
მე აქ ვარ როგორც ეუთოს თავმჯდომარე, მაგრამ როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ ფინეთი მოხარული იქნება ერთ დღესაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით, რომელიც დაეფუძნება ჩემს მიერ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს.
მე უფრო კითხვის ნიშანი მაქვს... კვლავაც საქართველოს ხალხის გადასაწყვეტი იქნება როგორი მომავალი ექნება, მაგრამ ისინი იმსახურებენ სრულ ჩართულობას ამ პოლიტიკურ სისტემაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“.
Sunday 19 October 2025
radiotavisupleba - 4 days ago
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია: სამოქალაქო საზოგადოება არ წარმოადგენს საფრთხეს სტაბილურობისთვის, არამედ - პირიქით


ღია წერილი საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიას ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ დოროთესგან (ყურაშვილი)
- timer
თამო კეშელავა: განათლების ე.წ. რეფორმა არის რუსული-“ოკა”, შენახული გაქვს? უნიტაზიც შეინახე… რუსები ტყუილად კი არ იპარავენ უნიტაზებს
- timer
სუს-ი ირაკლი ღარიბაშვილისა და კიდევ 7 პირის სახლის ჩხრეკაზე – მიმდინარეობს ამოღებული დოკუმენტაციისა და ელექტრომოწყობილობების შესწავლა, ასევე ნაღდი ფულის წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება
- timer
ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური პატიმრობიდან გათავისუფლდა
- timer
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს უნივერსიტეტის პერსონალს და სტუდენტებს გამძლეობას და დარწმუნებული ვარ სიმართლის გამარჯვებაში
- timer
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილსა და თემურ ქურციკიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
- timer
აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ხალხი იკრიბება ტრამპის საწინააღმდეგო აქციებზე - არა მეფეებს
- radiotavisupleba
გუშინ დაკავებულთაგან ოთხს პატიმრობა შეეფარდა, მარიამ მეყანწიშვილისთვის კი - გირაო
- radiotavisupleba
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოსკადრების შენახვა-გავრცელებისთვის ორი პირი დააკავეს
- sputnik-georgia
Из домов Гарибашвили и других экс-чиновников изъяты более 7 млн долларов, дорогие часы и драгоценности
- apsny
Имерлишвили утверждает, что променяла пост судьи КС на позицию ректора в частном международном университете
- apsny
სუს-ი – გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
- news.ge
ამოღებულია 7 მილიონი დოლარი, ძვირფასი ნივთები, ნახატები... - სუსი ღარიბაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკაზე
- radiotavisupleba
სუს-ი: ყოფილი ჩინოვნიკების სახლებიდან ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი და 136 ათასი ლარი
- sputnik-georgia
Павленишвили: Оказалось, мы были правы, когда говорили, что коллективный Иванишвили и его банда коррумпированы
- apsny
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ 1 კვირაში შეიტანენ
- radiotavisupleba
აშშ-ში მყოფ გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს „წინასწარი პატიმრობა“ დაუსწრებლად შეუფარდეს
- radiotavisupleba
ავღანეთი და პაკისტანი დოჰაში სამშვიდობო მოლაპარაკებას გამართავენ, ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმების ფონზე
- radiotavisupleba
არ დაწვათ ფოთლები! გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
- sputnik-georgia
Пятеро граждан Турции задержаны в Аджарии по обвинениям в хулиганстве и нанесении телесных повреждений
- apsny
სტუდენტებმა უნდა მიიღონ ცოდნა საქართველოში და არა უცხოეთში - პრემიერი განათლების რეფორმაზე
- sputnik-georgia
მოსამართლე იმერლიშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს საკონსტიტუციოს დატოვების მიზეზს
- radiotavisupleba
არჩილ მუსელიანცი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს: თქვენ თუ ვერ შეძლებთ, გთხოვთ, სხვა სასულიერო პირი შემოვიდეს…
- timer
სალომე ზურაბიშვილი – სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეჟიმის რეპრესიები მისი თვითგანადგურების ტოლფასია
- timer
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
- timer
ზელენსკი და ტრამპი თეთრ სახლში ხვდებიან. ზელენსკი იმედოვნებს, რომ ტრამპი უკრაინას ომის დასრულებაში დაეხმარება
- radiotavisupleba
დღეს არავინ იკითხება, არც არავინაა დაკავებული, მოგვიანებით გამოიკითხებიან - სუს-ი ყოფილ მაღალჩინოსნებზე
- radiotavisuplebaHashtags:
ფინეთის
|საგარეო
|საქმეთა
|მინისტრი
|საქართველოშია
|სამოქალაქო
|საზოგადოება
|წარმოადგენს
|საფრთხეს
|სტაბილურობისთვის
|არამედ
|პირიქით
|
ჯანგველაძის საქმე: უძილაურმა დუმილი დაარღვია და მკვლელობა შურისძიებითა და „კონტროლის დაკარგვით“ ახსნა
- radiotavisupleba
ტრამპმა შუააღმოსავლური ტურნე დაასრულა - ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვაქვს მშვიდობა შუა აღმოსავლეთში
- radiotavisupleba
საქართველოს ციხეებში პატიმრების რიცხვი 6 თვეში 1 532-ით გაიზარდა - კიდევ რას აჩვენებს სტატისტიკა
- radiotavisupleba
სუს: დავაკავეთ ე.წ. თექბირისტების ჯამაათის წევრები, აპირებდნენ ISIS-ის პლაცდარმის მოწყობას საქართველოში
- radiotavisupleba
Кобахидзе оправдал ночные задержания участников протестов: «Они скрывались, спецназ был необходим»
- apsny
Бокучава: Граждан Грузии нельзя лишать безвизового режима, это должно касаться только Иванишвили и его окружения
- apsny
“წაიყვანეთ ქვეყნიდან, უშველეთ შვილებს ამ უსაშველოში!” – ნუგზარ კოხრეიძე ემიგრანტებს მიმართავს
- timer
პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი: სარჩელის დეტალები და შეტანის ვადები
- sputnik-georgia
სამუდამო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას – მიხეილ სააკაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარის დაჯარიმებაზე
- timer
EPP ევროპის საბჭოს და ევროკავშირის სახელმწიფოებს საქართველოში პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
- timer
გიგა ზედანია: უნივერსიტეტები დიდწილად ჩამოშორდება ევროპულ სივრცეს, ახალი სისტემა იქნება იზოლაციონისტური და ღრმად პროვინციული
- timer
ორ კვირაში დადგენილია უკრაინასთან ომში რუსეთიდან დაღუპული კიდევ 2161 პირის ვინაობა
- radiotavisupleba
ფორმას რაც შეეხება, ყვავილით ხომ არ დააკავებენ? – კალაძე პოლიციის მიერ აქტივისტების დაკავებაზე
- timer
Папуашвили: Уже 13-й день, как Брюссель не осуждает насильственный штурм президентского дворца, это позор
- apsny
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა – თინა ბოკუჩავა
- timer
კობახიძის თქმით, უცხოეთში წასვლის სურვილის გამო სასკოლო სწავლება 12 წელი არ უნდა იყოს
- radiotavisupleba
“ეგენი კი არ გჭირს, მე ჩავაწერინე…” – ექიმები ფულის სანაცვლოდ ყალბ შშმ პირის ცნობას ამზადებდნენ
- timer
სოჭიდან და ანექსირებული ყირიმიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის შესახებ იუწყებიან
- radiotavisupleba
საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი სტუდენტი ვერ გახდა – გიგი უგულავა
- timer
Глава МИД Швеции: Грузия взяла на себя обязательство обеспечить населению возможность самостоятельно определять свое будущее
- apsny
მესაფლავეები ჩვენ ვართ თქვენი პარტიის – კობახიძის პასუხი შეკითხვაზე, როგორ აღმოჩნდა “უცხოელი დამკვირვებელი” მესაფლავე
- timer
„ტექნიკური უნივერსიტეტი“ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ქონების დაყადაღებას და გადაცემას ითხოვს
- radiotavisupleba
საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
- timer