Thursday 16 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 days ago

თუ ხმას ამოიღებ - დაგაპატიმრებ - სამოქალაქო ორგანიზციები ოცნების ინიციირებულ ცვილილებებზე

ქართული არასამთავრობო ორგანიზციები განცხადებას ავრცელებენ მმართველი პარტიის ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივაზე. ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ამკაცრებს კანონებს დემონსტრანტებისთვის. ახლა უკვე აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა სისხლის სამართლის წესითაც გახდება დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადებით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის - მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას . მათი განცხადებით, ამით ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა . ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო , რაც განცხადებაზე ხელისმომწერების თქმით უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან . განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ინიციატივა არა მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს შეეხება, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენა, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცავს ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლება გარემოს დასაცავად და ა.შ. ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ - დაგაპატიმრებ . შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ინიციირებულ ცვლილებებს აფასებენ როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში . ამ და ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიღებასაც მმართველი პარტია დაჩქარებული წესით აპირებს და რომელიც ყველა იმ პოლიტიკოსს შეეხება, რომელთა პარტიასაც საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს. სოციალურ ქსელში გამოემხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს! მმართველი პარტია წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ყველა წევრის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მომავალში, ქუჩის მომიტინგეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებები სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლდა - დაწერა ზურაბიშვილმა X-ში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში რიგი ცვლილებების შეტანის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ გუშინ 13 ოქტომბერს ისაუბრა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინიციირებული ცვლილებების მიხედვით , „კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება“. ისინი არა თუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. კირცხალიას თქმით, ცვლილებებია დაგეგმილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში. რომლის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. ირაკლი კირცხალიას თქმით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე. 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმასაც, ვინც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით. ოცნების მიერ ინიციირებული ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ ადამიანს, ვინც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.


Latest News
Hashtags:   

ამოიღებ

 | 

დაგაპატიმრებ

 | 

სამოქალაქო

 | 

ორგანიზციები

 | 

ოცნების

 | 

ინიციირებულ

 | 

ცვილილებებზე

 | 

Sources