აშშ-მა და ჩინეთმა შეათანხმეს შესაძლო სავაჭრო შეთანხმების ჩარჩო, რომელზეც მომდევნო კვირაში იმსჯელებენ ორი ქვეყნის ლიდერები. დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს, სამხრეთ კორეაში შეხვდებიან ერთმანეთს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს აშშ-ში „ტიკტოკის“ მუშაობასა და ჩინეთის იშვიათ მინერალებზე კონტროლის გადავადებას. ბესენტი არ მოელის ჩინურ საქონელზე 100%-იანი ტარიფის დაწესებაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის განხორციელებას, ჩინეთი კი განაახლებს აშშ-ისგან სოიოს მასშტაბურ შესყიდვას.
BBC წერს, რომ ორივე ქვეყანა ცდილობს სავაჭრო ომის ესკალაციის თავიდან აცილებას.
ბესენტი მალაიზიაში, „სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის კულუარებში შეხვდა ჩინეთის ვაჭრობის სფეროს მაღალჩინოსნებს. აზიის ტურნეს ფარგლებში ტრამპი აღნიშნულ სამიტსაც ესწრება. თავის მხრივ, პეკინი აცხადებს, რომ ვაჭრობის საკითხებზე „კონსტრუქციული“ მსჯელობა მიმდინარეობს. ბესენტმა ABC-ს ეთერში განაცხადა:
„პრეზიდენტმა მომცა მაქსიმალური ბერკეტი, როცა ის დაიმუქრა 100%-იანი ტარიფებით, თუკი ჩინელები დააწესებდნენ იშვიათი მინერალების ექსპორტზე გლობალურ კონტროლს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს თავიდან ავიცილეთ, ტარიფები აცილებულია“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჩინეთის ვიცეპრემიერთან მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას. CBS-სთან საუბრისას კი მან აღნიშნა, რომ სწორედ ტრამპის 100%-იანი ტარიფებით მუქარამ გახადა შესაძლებელი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე შედეგების მიღწევა:
„მჯერა, გვაქვს ჩარჩო იმისთვის, რომ ორი ლიდერის შეხვედრა იყოს ძალიან პროდუქტიული ორივე მხარისთვის“.
ჩინეთი გადაამუშავებს მსოფლიოს იშვიათი მინერალების დაახლოებით 90%-ს, რომელიც გამოიყენება როგორც მზის პანელებში, ასევე სმარტფონებში. ჩინეთი დააყოვნებს გლობალური კონტროლის დაწესებას იშვიათი მინერალების ექსპორტზე  ერთი წლით, სანამ საკითხს ხელახლა შეისწავლიან .
				Tuesday 4 November 2025			
						
		radiotavisupleba - 9 days ago 
ბესენტი აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების მოლაპარაკებებამდე: მიღწეულია ჩარჩო, რომ შეხვედრა იყოს ძალიან პროდუქტიული
საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პარტიის გაუქმების შესახებ სარჩელი განსახილველად მიიღო
- sputnik-georgiaისეთი მორალური შეურაცხყოფა მივიღე, გამინახევრდა სიბერეში დარჩენილი წლები - 76 წლის დემონსტრანტი გურამ ქუხილავა პოლიციის მოპყრობაზე
- radiotavisuplebaШарашидзе: Уверен, что ЕК выступит с критическим заявлением, которое «Мечта» интерпретирует как нападение на страну
- apsnyПрезидент Сербии предложил провести досрочные парламентские выборы на фоне непрекращающего протеста
- apsnyუკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქის პორტები იყო
- radiotavisuplebaქვრივიშვილი: Eagle Hills-ის პროექტს დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე
- sputnik-georgiaლატვიის პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა ქვეყნის გასვლას ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული კონვენციიდან
- radiotavisuplebaტრამპმა არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა კონგრესმენ უილსონს, რომელსაც „ოცნება“ „დიპ სტეიტის აგენტს“ უწოდებს
- radiotavisupleba«Гирчи»: Какое может быть объединение, когда Саакашвили обвиняет партнеров в сотрудничестве с Иванишвили
- apsnyლაშა ბუღაძე: პარტიებმა – ან მათმა ნარჩენებმა – ზრდილობის გამო ბრიფინგი მაინც ჩაატარეთ და დაკავებულების გვარები წაიკითხეთ პოლიტიკური აქტივობის სიმულაციის საჩვენებლად
- timerდააკავეს ნანა ჯაფარიძე, რომელიც პოლიციას ეუბნებოდა, რომ დემენციით ავადმყოფი დედა სახლში მარტო იყო
- timerLe Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
- timerფესტივალი „ნიკო მაღლივი“ ახალი ქუჩის არტისტების აღმოჩენას აგრძელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- timerГилаури вложился в избирательную кампанию, а затем испарился, Mtavari Arkhi был закрыт — Саакашвили
- apsnyევრონესტში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პასუხობს „ოცნების“ კრიტიკას და განმარტებას აკეთებს
- radiotavisuplebaНПО: Антон Чечин, Анастасия Зиновкина и Артём Грибуль стали жертвами политизированного правосудия
- apsny„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“ - რა რეკომენდაციები ექნება ევროკომისიას გაფართოების ანგარიშში
- radiotavisuplebaსაქართველო ბეწვზე გადაურჩა ქაოსს: პაპუაშვილი ევროკავშირს მოუწოდებს დაგმოს სასახლეზე შტურმი
- sputnik-georgiaფესტივალი „ნიკო მაღლივი“ ახალი ქუჩის არტისტების აღმოჩენას აგრძელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- news.geირანის უზენაესი ლიდერი თვლის, რომ აშშ-თან თანამშრომლობა შეუძლებელია, სანამ ის მხარს უჭერს ისრაელს
- radiotavisuplebaHashtags:   
			ბესენტი
|ჩინეთის
|ლიდერების
|მოლაპარაკებებამდე
|მიღწეულია
|ჩარჩო
|შეხვედრა
|ძალიან
|პროდუქტიული
|
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba