აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ-ში იმპორტირებულ კანადურ საქონელზე ტარიფებს დამატებით 10%-ით გაზრდის, ამს მიზეზი კი კანადის ტელევიზიით გასული ვიდეოა, რომელშიც რონალდ რეიგანის ციტატებია გამოყენებული.
სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ამბობს, რომ კანადის პროვინცია ონტარიოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ვიდეოში განზრახ არის „დამახინჯებული“ რეიგანის მიმართვის ის ნაწილები, სადაც ის სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებით სკეპტიციზმს გამოხატავს. ტრამპმა ამას „თაღლითობა“ უწოდა და განაცხადა, რომ კანადამ რეკლამა განზრახ გაავრცელა ბეისბოლის მსოფლიო სერიის დროს, რომელიც აშშ-სა და კანადისთვის მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა. „გარდა ამისა, კლიპის შემქმნელებს არ აუღიათ რეიგანის ვიდეოს ფრაგმენტის გამოყენების ნებართვა საავტორო უფლებების მფლობელებისგან“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, კანადის მიზანია გავლენა მოახდინოს აშშ-ს უზენაეს სასამართლოზე, რომელმაც მალე უნდა გადაწყვეტს, გადააჭარბა თუ არა თეთრმა სახლმა თავის უფლებამოსილებას გაზაფხულზე სხვა და სხვა ქვეყნისთვის სავაჭრო საქონელზე ტარიფების დაწესებით. აშშ-ის ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ადრე დაადგინეს, რომ ტრამპს ასეთი უფლებამოსილება არ ჰქონდა.
საინფორმაციო სააგენტო Associated Press (AP) აღნიშნავს, რომ ამჟამად გაურკვეველია, თუ რა იურიდიულ უფლებამოსილებას გამოიყენებს ტრამპი დამატებითი ტარიფების გასამართლებლად. თეთრმა სახლმა ასევე არ განმარტა, თუ როდის ამოქმედდებოდა ტრამპის მიერ გამოცხადებული ზრდა და გავრცელდებოდა თუ არა ის ყველა კანადურ საქონელზე.
ვიდეო, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის რისხვა გამოიწვია, მიმართულია ამერიკული აუდიტორიისკენ და მასში გამოყენებულია აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის 1987 წლის ვიდეომიმართვის ამონარიდები, მათ შორის იმის მტკიცებები, რომ ტარიფები გრძელვადიან პერსპექტივაში არაეფექტიანია.
Truth Social-ზე თავის პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ რეიგანს „უყვარდა ტარიფები“. რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1981 წლიდან 1989 წლამდე, მიიღო არაერთი პროტექციონისტული გადაწყვეტილება. თუმცა, თავის გამოსვლაში, რომლის ამონარიდებიც გამოყენებული იყო კანადურ რეკლამაში, მან რეალურად აღნიშნა პროტექციონიზმის უარყოფითი შედეგები ეკონომიკაზე - ტექნოლოგიური პროგრესის შეფერხებიდან დაწყებული მასობრივი უმუშევრობითა და ფინანსური კრიზისით დამთავრებული. რეკლამაში გამოყენებულ ვიდეომიმართვაში რეიგანი ლაპარაკობს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, დაუწესოს ტარიფები იაპონიას, რომელსაც ის არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში ადანაშაულებდა.
მედიის ცნობით, კანადის ტელევიზიამ სარეკლამო კლიპი ონტარიოს პრემიერ-მინისტრ დაგ ფორდის დაკვეთით გადაიღო. ფორდი ტრამპის „სავაჭრო ომების“ ხმამაღალი კრიტიკოსია. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან მოლაპარაკებების შემდეგ, გადაწყვიტა მოხსნას რეკლამა ეთერიდანა, ოღონდ უქმეების ანუ მსოფლიო სერიის მატჩების დასრულების შემდეგ.
Thursday 30 October 2025
radiotavisupleba - 4 days ago
რეკლამის გამო ტრამპი ტარიფების გაზრდით დაემუქრა კანადას
პრეზიდენტმა ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, დაიწყოს ბირთვული იარაღის გამოცდა
- radiotavisuplebaМерквиладзе освобожден от должности главы отдела интересов Грузии в посольстве Швейцарии в России
- apsny«Мы не согласны на онлайн-обучение» — ученики и родители 10-й школы перекрыли улицу Дадиани в Тбилиси
- apsnyВице-президент Европарламента на ПА Евронест потребовал освобождения «политзаключенных» Грузии
- apsny„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა
- sputnik-georgiaთბილისში, დადიანის ქუჩაზე, სადაც მე-10 სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს ქუჩა აქვთ გადაკეტილი, მანქანა შევარდა
- timerრუსეთი კალინინგრადში ტრანზიტის შესაძლო დაბლოკვის შესახებ ლიეტუვის განცხადებას ეხმაურება
- sputnik-georgiaზურაბიშვილი:პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ
- timerსაქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საკითხზე დასკვნას აქვეყნებს
- timerარქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) – ვწუხვარ, პატრიარქს განსაცდელი დავატეხე თავს, მადლობა უწმინდესს, რომ დაიცვა ჩემი მღვდლობა
- timerსაქართველო მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
- sputnik-georgiaგალტ თაგარტმა ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა
- timerთბილისში დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა კვლავ გადაკეტეს გზა
- radiotavisuplebaილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი შობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა
- sputnik-georgia„საქართველოს რკინიგზამ რაგბის თამაშზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი რეისი დანიშნა
- sputnik-georgiaБДИПЧ по просьбе омбудсмена Грузии опубликует в ближайшем будущем оценку последних законодательных изменений
- apsnyსაქართველოში ვხედავთ ავტოკრატიული თავდასხმების ლაბორატორიას - გერმანელი ევროპარლამენტარი ევრონესტზე
- radiotavisupleba300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს ყოფილ მაღალჩინოსან ტაბიძეს საბავშვო ბაღების ტენდერების საქმეზე
- radiotavisuplebaПредставитель ПА ОБСЕ: Любой нарушитель закона должен быть привлечен к ответственности справедливым образом
- apsnyფარული გარიგებები რუსეთთან: საქართველომ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა
- sputnik-georgiaМцхетско-Тбилисская епархиальная комиссия Патриархии Грузии опубликовала заключение по делу архимандрита Доротэ Курашвили
- apsnyაშშ-ის სასამართლო განაჩენს გამოუტანს საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვს, რომელიც დამნაშავედ ცნეს შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში
- radiotavisuplebaდემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს - PACE-ს თანამომხსენებლები
- radiotavisuplebaКомитет по процедурным вопросам подтвердил подлинность подписей депутатов по конституционному иску
- apsnyГедеван Попхадзе: Голодовка стала адекватным протестом, соответствующим этой действительности
- apsnyქარელში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- sputnik-georgiaსაპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
- sputnik-georgiaМихаил Сарджвеладзе встретился с директором Европейского регионального бюро ВОЗ Хансом Клюге
- apsnyნინო წილოსანს სასამართლომ სარჩელი დაუკმაყოფილა - ლევან ღამბაშიძე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
- radiotavisuplebaკახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: 2012 წლამდე, კონკრეტული პარტიები, ვისზეც არის საუბარი, წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, ძალიან ბევრი ბოროტება ჩაიდინეს და დღესაც, უკვე ოპოზიციის როლში, აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს
- timerუკრაინამ ანექსირებულ ყირიმში დრონებით დაარტყა რუსეთის სამხედრო ობიექტებს და ნავთობის საცავებს - მედია
- radiotavisuplebaსითი მოლი 14 წლისაა – გადაიხადეთ საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და მიიღეთ 5-ჯერ მეტი PLUS ქულა
- timerCострудник СГБ сможет получить в собственность жилье от государства при решении главы Службы
- apsnyВ «Гахария за Грузию» не могут понять, почему они попали в список партий, подлежащих запрету
- apsnyსამსახურის რეკომენდაციით, სუს-ის თანამშრომლებს, შესაძლოა, სახელმწიფოს ბინები საკუთრებაში გადაეცეთ
- timer
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba
Грузинские фигуристы Анастасия Метелкина и Лука Берулава стали победителями Гран-при в Китае
- apsny
«Сильная Грузия-Лело» требует признать неконституционным принятый «Грузинской мечтой» закон о запрете партий
- apsny
წილოსანი: საქართველოს სუვერენიტეტი არ გაიცვლება ვიზებსა და დასავლეთის აპლოდისმენტებში
- sputnik-georgia