Wednesday 29 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
news.ge - 4 days ago

ლუვრში ძარცვის შემდეგ ექსპონატთა ნაწილი გადაიტანეს საფრანგეთის ბანკში

ლუვრის მუზეუმის ღირებული ექსპონატების ნაწილი დროებით განათავსეს საფრანგეთის ბანკში იუწყება რადიოსადგური RTL. ეს ზომა გატარებულ იქნა გასულ კვირაში მუზეუმის აპოლონის გალერეაში მომხდარი ძარცვის შემდეგ და ის მუზეუმის სრული უსაფრთხოების დადასტურებამდე იმოქმედებს. წყაროთა ცნობით, გადატანილ ნივთებს შორისაა ძირითად ექსპოზიციაში შემავალი სამეფო რეგალიების და სამკაულების ნაწილი. სამუზეუმო ექსპონატების საფრანგეთის ბანკისთვის შესანახად გადაცემა უკიდურესად იშვიათ ზომად მიიჩნევა. [ ]


Latest News
Hashtags:   

ლუვრში

 | 

ძარცვის

 | 

შემდეგ

 | 

ექსპონატთა

 | 

ნაწილი

 | 

გადაიტანეს

 | 

საფრანგეთის

 | 

ბანკში

 | 

Sources