Wednesday 29 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 5 days ago

სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის დააკავეს პარტია „ფედერალისტების“ წევრი გიორგი სიხარულიძე

პოლიციამ, სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვისთვის დააკავა პარტია „ფედერალისტების“ წევრი, გიორგი სიხარულიძე. თანაპარტიელების ცნობით, ის 25 ოქტომბერს, სახლთან დააკავეს და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება მისი სასამართლო სხდომა. გიორგი სიხარულიძე 24 ოქტომბერს საღამოსაც იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. ბოლო დღეების პრაქტიკის თანახმად, გზის გადაკეტვითვის დაკავებულები იმავე დღეს გადაჰყავთ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლეები მათ ადმინისტრაციულ სახდელზე მსჯელობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მორიგი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ გამკაცრებული კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. ამ დროისათვის, უკვე დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. მათგან პირველმა ორმა, ფორმულას ჟურნალისტებმა, ქეთი ციცქიშვილმა და ვახო სანაიამ 25 ოქტომბერს დატოვეს წინასწარი დაკავების იზოლატორები. გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას. კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ: მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება. ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული: აქციაზე ნიღბის ტარების გამო;ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;გზის გადაკეტვისთვის. თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გასული წლის ნოემბრის ბოლოდან აქციები იმართება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დემონსტრაციების დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა. მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ. დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი - შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.


Latest News
Hashtags:   

სავარაუდოდ

 | 

გადაკეტვისთვის

 | 

დააკავეს

 | 

პარტია

 | 

„ფედერალისტების“

 | 

წევრი

 | 

გიორგი

 | 

სიხარულიძე

 | 

Sources