Tuesday 28 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 4 days ago

RIA: პუტინის წარგზავნილი ვაშინგტონში ჩავიდა მოსალაპარაკებლად

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საგანგებო წარგზავნილი ინვესტირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში, კირილ დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება მოსალაპარაკებლად, ავრცელებს ცნობას Reuters-ის სააგენტო, რომელიც ეყრდნობა სახელმწიფო სააგენტო RIA-ს. RIA-ის ინფორმაცია მიაწოდა წყარომ, რომლის ვინაობას სააგენტო არ იტყობინება. Axios-ი წყაროზე დაყრდნობით აკონკრეტებს, რომ დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდება. მოლაპარაკებები შესაძლოა მაიამიში გაიმართოს. CNN-მა უფრო ადრე გაავრცელა ცნობა, რომ დმიტრიევი აპირებდა ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას “აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გარშემო დისკუსიის გასაგრძელებლად”. დმიტრიევის ვაშინგტონში ჩასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში შესაძლო შეხვედრა გაუქმდა. შემდეგ აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ენერგეტიკულ კომპანიებს.


Latest News
Hashtags:   

პუტინის

 | 

წარგზავნილი

 | 

ვაშინგტონში

 | 

ჩავიდა

 | 

მოსალაპარაკებლად

 | 

Sources