აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე - დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაზე - კონტროლის დაწესების აუცილებლობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია „აპირებს რაიმეს გაკეთებას გრენლანდიასთან დაკავშირებით“, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.
ტრამპმა გრენლანდიაზე კონტროლის აუცილებლობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით ახსნა. „თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რუსეთი ან ჩინეთი დააწესებენ გრენლანდიაზე კონტროლს და ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი ან ჩინეთი ჩვენი მეზობლები იყვნენ“, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. მან ასევე კვლავ ეჭვქვეშ დააყენა დანიის უფლებები გრენლანდიაზე და აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ „რაღაც ნავი იქ 500 წლის წინ მიცურდა“, არ არის საკმარისი კუნძულის დანიურად ქცევისთვის.
ამერიკელი ჯარისკაცები უკვე იმყოფებიან გრენლანდიაში დანიასთან შეთანხმებების საფუძველზე. თუმცა, ტრამპი ამტკიცებს, რომ ეს საკმარისი არ არის. „ისინი იცავენ ქონებას. რაც იჯარით არის აღებული, იმას არ იცავენ. ჩვენ კი მოგვიწევს გრენლანდიის დაცვა. თუ ჩვენ არ დავიცავთ, მაშინ მას რუსეთი ან ჩინეთი დაიცავენ“, თქვა ტრამპმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მიზნების მისაღწევად „მარტივი გზა“ არსებობს, მაგრამ თუ ის არ იქნება მიღებული, არსებობს „მკაცრი“ ვარიანტიც.
ადრე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობს, დაწყებული სამხედრო ძალის გამოყენებით, რაც თეთრმა სახლმა ცალსახად არ გამორიცხა, დამთავრებული დანიისგან გრენლანდიის ყიდვით (რაც კოპენჰაგენმა უარყო) ან გრენლანდიელებისთვის დიდი ფინანსური ბონუსების გადახდით, თუ ისინი გადაწყვეტენ დანიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას და კუნძულის აშშ-ის კონტროლის ქვეშ მოქცევას ამა თუ იმ ფორმით.
დანია და ევროკავშირის ქვეყნები დიდი შეშფოთებით აკვირდებიან ტრამპის და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების უახლეს განცხადებებს. სამშაბათს ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა და გაერთიანებულმა სამეფომ - ნატოში აშშ-ის მოკავშირეებმა - გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნეს არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა, მაგრამ დაჟინებით მოითხოვეს, რომ მხოლოდ დანიას და გრენლანდიას შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ კუნძულის ბედი. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ გრენლანდიაში ძალის გამოყენება ნატოს დასასრულს ნიშნავს.
გრენლანდიის წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა პარასკევს განაცხადეს: „ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები“, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კუნძულის მომავალს მხოლოდ მისი მაცხოვრებლები გადაწყვეტენ გარე ჩარევის გარეშე. დეკლარაციას ხელი მოაწერეს როგორც დამოუკიდებლობის მომხრეებმა, ასევე დანიასთან კავშირების შენარჩუნების მხარდამჭერებმა.
გრენლანდიის მოსახლეობა დაახლოებით 57 000-ია, ძირითადად ეს არიან ინუიტები (გრენლანდიელი ინუიტების მოძველებული სახელი, რომელთა მშობლიური სახელია კალაალიტი), არიან ასევე წარმოშობით დანიელები და ისლანდიელები.
Thursday 15 January 2026
radiotavisupleba - 5 days ago
ტრამპი: აშშ-ს სჭირდება გრენლანდია, რათა მას რუსეთი ან ჩინეთი არ დაეპატრონონ
საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე სავარაუდოდ კიბერთავდასხმა განხორციელდა – სუს-მა გამოძიება დაიწყო
- timerირანის საელჩოსთან დაკავებულ ნუცა მახარაძეს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან
- timerტრამპის თქმით, ირანმა შეაჩერა სიკვდილით დასჯა - ის სამხედრო მოქმედებას არ გამორიცხავს
- radiotavisuplebaრუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ბრიტანელი დიპლომატი გამოავლინა და ქვეყნის დასატოვებლად ორი კვირა მისცა
- timer“ჯერ ადრეა!” – ტრამპი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ჯერ არ აპირებს
- timerმუქარა, შანტაჟი და ფულის გამოძალვის მცდელობა კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით – დაკავებულია ერთი პირი
- timerგრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ შეერთებული შტატების საკუთრება
- timerბათუმში 23 წლის მამაკაცი მძმედ დაჭრეს – მკვლელობის მცდელობისთვივს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია დაკავებული
- timer„მეთადონი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ – ქვემო ქართლში ნარკოდანაშულისთვის ორი პირი დააკავეს
- timer„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელეს
- timerირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარი სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს
- radiotavisuplebaირანიდან ევაკუირებული არიან გაერთიანებული სამეფოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები - პოლიტიკო
- radiotavisuplebaაშშ-ის ირანზე თავდასხმა გარდაუვალია და შესაძლოა 24 საათში მოხდეს - როიტერსი, დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით
- radiotavisuplebaპრემიერი: შავი ზღვის კაბელი საქართველოს ენერგორესურსების სრულად გამოყენებაში დაეხმარება
- sputnik-georgiaГрузию на Евровидении 2026 будет представлять группа «Бзикеби» - победитель детского «Евровидения 2008»
- apsnyსახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას - Fox News
- radiotavisuplebaუწყება: რიკოთის მაგისტრალზე გარე განათების კაბელების დაზიანება-ქურდობის ფაქტები ფიქსირდება
- sputnik-georgiaუპასუხისმგებლო და მიუღებელი! საქართველოში მოლდოვას პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკეს
- sputnik-georgiaДональд и Мелания Трампы поздравили президента Грузии и его супругу с Рождеством и Новым годом
- apsnyუკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ფედოროვისა და შმიჰალის ახალ თანამდებობებზე დანიშვნას
- radiotavisuplebaსურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან კურორტებზე მცირე და ქსელურ მარკეტებს ამოწმებს
- sputnik-georgiaКобахидзе: Инвестиционный проект «Eagle Hills принесет экономике Грузии 11 миллиардов лари в текущемм году
- apsnyირაკლი კობახიძე – დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს
- timerსომხეთს ევროინტეგრაცია „ცალსახად და ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე“ სურს - ფაშინიანი
- radiotavisuplebaКобахидзе: Без подводного кабеля через Черное море было бы сложно в полной мере использовать наши энергетические ресурсы
- apsnyირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის აეროკოსმოსური ძალების ხელმძღვანელი- მზად ვართ ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად
- timerუკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს აცნობეს, რომ კორუფციის საქმეზე ეჭვმიტანილია
- timerბოჭორიშვილი: საქართველო წუხს ევროკავშირის დასუსტებით და დაინტერესებულია ძლიერი ევროპით
- sputnik-georgiaუკრაინის უმაღლესმა რადამ დენის შმიგალი მეორე კენჭისყრაზე უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერად და ენერგეტიკის მინისტრად დანიშნა
- timerალაბარი: Eagle Hills-ის პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება
- sputnik-georgiaრა საკითხები განიხილა კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე
- sputnik-georgiaКонгресс США согласовал финансирование USAGM, выделяющего гранты для «Голоса Америки» и «Радио Свобода»
- apsnyძალადობა ორივე მხრისგან მიუღებელია, ირანს ვუსურვებთ დამშვიდებას - „ოცნების“ წევრები ირანის დემონსტრაციებსა და სასტიკ ჩახშობაზე
- radiotavisuplebaთბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს: დაკავებულია 4 პირი
- sputnik-georgiaЕС планирует отменить безвизовый режим для владельцев дипломатических паспортов, выданных в Грузии
- apsnyალექსანდრე საქანიას მოსკოვში 19 წელი მიუსაჯეს რუსეთის მოხალისეთა კორპუსში ხალხის გადაბირების ბრალდებით
- radiotavisupleba„ბატკივშინას“ პარტიის ოფისში ე.წ. სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, ვერაფერი იპოვეს” – იულია ტიმოშენკო
- timer
ამერიკული დესანტის მიერ დაკავებული „მარინერის“ ეკიპაჟის 6 წევრი საქართველოს მოქალაქეა
- sputnik-georgia
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 8 იანვარს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები
- timer
აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ვენესუელასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ტანკერი დააკავეს
- timer
ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
- radiotavisupleba