Saturday 17 January 2026
Home      All news      Contact us      RSS      English
news.ge - 7 days ago

ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მონტე-კარლოში ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ბელა ხოტენაშვილმა. საერთაშორისო დიდოსტატმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭადრაკე ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა. ბოლო ტურში მან მოგებულ პოზიციაში განცდილი მარცხის შემდეგ I–II ადგილები ნიდერლანდელ ელინე რობერსთან გაიყო, თუმცა, პირადი შეხვედრის შედეგის გამო ვერცხლის მედალს დასჯერდა. ასევე, მას დაემატა +30 სარეიტინგო ქულა. ასევე წარმატებით იასპარეზა ნინო ბაციაშვილმა. [ ]


Latest News
Hashtags:   

ხოტენაშვილი

 | 

ელვისებურ

 | 

ჭადრაკში

 | 

ევროპის

 | 

ჩემპიონია

 | 

Sources