ევრონიუს ჯორჯიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მაყურებელს მიაწვდიან მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ Euronews-ის საერთაშორისო კონტენტს.
ევრონიუს ჯორჯიამ მაუწყებლობა 2020 წელს დაიწყო და საერთაშორისო ახალ ამბებთან ერთად აუდიტორიას აწვდიდა ცნობებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიურ, სოციალურ და სხვა საკითხებზე.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, Euronews-ი რეგულალურად აფასებს სარედაქციო, საოპერაციო და ბიზნესმოდელებს აუდიტორიის მოლოდინებთან, ინტერესებთან და საერთაშორისო მედიის განვითარების ფართო ტენდენციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად .
შესაბამისად, ქართული სარედაქციო გუნდი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას Euronews-ის სათაო ოფისთან, რათა ეს ევოლუცია განხორციელდეს Euronews-ის გლობალური სარედაქციო ხედვის, ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად.
მიზანი კვლავაც უცვლელია – აუდიტორიისთვის სანდო, რელევანტური და ხელმისაწვდომი საერთაშორისო საინფორმაციო კონტენტის შეთავაზება , - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელებულია სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციები .
ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად , - ვკითხულობთ განცხადებაში.
შპს “სილქ მედიასა” და ფრანგულ სამაუწყებლო კომპანია “ევრონიუსს” შორის პარტნიორული ხელშეკრულება 2019 წლის 25 ივლისს გაფორმდა. საქართველო იყო მესამე ქვეყანა, ალბანეთისა და სერბეთის შემდეგ, სადაც ევრონიუს -მა თავის წარმომადგენლობა დააფუძნა ფრანშიზის ფორმით.
როგორც კომპანიის საქმიანობის აღწერაში ვკითხულობთ: ევრონიუსი“, მისი ჟურნალისტების შექმნილ სიუჟეტებს უზიარებს „ევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული ამბებიც ემატება. მეორე მხრივ, „ევრონიუსის“ ეთერში მუდმივად გადის საქართველოში მომზადებული სიჟეტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას ასახავს .
გიორგი რამიშვილიმა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, 2019 წელს „Euronews Georgia-ს დაფუძნების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა: მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე . უკვე მაუწყებლობის დაწყებისას, 2020 წელს, განაცხადა რომ დარწმუნებულია ევრონიუს ჯორჯიას მაუწყებლობის დაწყება სასარგებლო იქნება საზოგადოებისათვის .
58 წლის გიორგი რამიშვილი (ზარალა) არის კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ის ასევე არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეჯვარე (2018 წლის ქორწინებაში).
ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც რუსეთში იმყოფება, საქართველოში წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით.
გიორგი რამიშვილი გეგმავდა ბათუმში Trump Tower-ის აშენებას, თუმცა გარიგება 2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩაიშალა.
ცოტა ხნის წინ, დეკემბრის შუა რიცხვებში, გიორგი რამიშვილი თბილისში მასპინძლობდა იმჟამად ნიუ-იორკის მოქმედ მერს ერიკ ადამს. რომელთან ერთადაც თბილისის სასტუმრო ტელეგრაფში სპეციალური სივრცე New York City Suite გახსნა.
„სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებმა 2024 წლის 30 ნოემბერს - ანტისამთავრობო საპროტესტო დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, - განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებას.„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას“„არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - განაცხადეს კომპანიებმა.გიორგი რამიშვილი, 2025 წლის ივნისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ის მალევე გაათავისუფლლეს 70 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ.
Thursday 15 January 2026
radiotavisupleba - 6 days ago
Euronews Georgia საქართველოს ამბების გაშუქებას წყვეტს
სუსმა Gazprom-თან დადებული ხელშეკრულების დანართის გასაჯაროების გამო გამოძიება დაიწყო
- radiotavisupleba“ტრამპი საზღვარგარეთ უფლებამოსილებებს აჭარბებს” – აშშ-ში ჩატარებული ამომრჩეველთა გამოკითხვების შედეგები
- timerსაქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე სავარაუდოდ კიბერთავდასხმა განხორციელდა – სუს-მა გამოძიება დაიწყო
- timerირანის საელჩოსთან დაკავებულ ნუცა მახარაძეს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან
- timerტრამპის თქმით, ირანმა შეაჩერა სიკვდილით დასჯა - ის სამხედრო მოქმედებას არ გამორიცხავს
- radiotavisuplebaრუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ბრიტანელი დიპლომატი გამოავლინა და ქვეყნის დასატოვებლად ორი კვირა მისცა
- timer“ჯერ ადრეა!” – ტრამპი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ჯერ არ აპირებს
- timerმუქარა, შანტაჟი და ფულის გამოძალვის მცდელობა კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით – დაკავებულია ერთი პირი
- timerგრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ შეერთებული შტატების საკუთრება
- timerბათუმში 23 წლის მამაკაცი მძმედ დაჭრეს – მკვლელობის მცდელობისთვივს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია დაკავებული
- timer„მეთადონი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ – ქვემო ქართლში ნარკოდანაშულისთვის ორი პირი დააკავეს
- timer„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელეს
- timerირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარი სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს
- radiotavisuplebaირანიდან ევაკუირებული არიან გაერთიანებული სამეფოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები - პოლიტიკო
- radiotavisuplebaაშშ-ის ირანზე თავდასხმა გარდაუვალია და შესაძლოა 24 საათში მოხდეს - როიტერსი, დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით
- radiotavisuplebaპრემიერი: შავი ზღვის კაბელი საქართველოს ენერგორესურსების სრულად გამოყენებაში დაეხმარება
- sputnik-georgiaГрузию на Евровидении 2026 будет представлять группа «Бзикеби» - победитель детского «Евровидения 2008»
- apsnyსახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას - Fox News
- radiotavisuplebaუწყება: რიკოთის მაგისტრალზე გარე განათების კაბელების დაზიანება-ქურდობის ფაქტები ფიქსირდება
- sputnik-georgiaუპასუხისმგებლო და მიუღებელი! საქართველოში მოლდოვას პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკეს
- sputnik-georgiaДональд и Мелания Трампы поздравили президента Грузии и его супругу с Рождеством и Новым годом
- apsnyუკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ფედოროვისა და შმიჰალის ახალ თანამდებობებზე დანიშვნას
- radiotavisuplebaსურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან კურორტებზე მცირე და ქსელურ მარკეტებს ამოწმებს
- sputnik-georgiaКобахидзе: Инвестиционный проект «Eagle Hills принесет экономике Грузии 11 миллиардов лари в текущемм году
- apsnyირაკლი კობახიძე – დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს
- timerსომხეთს ევროინტეგრაცია „ცალსახად და ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე“ სურს - ფაშინიანი
- radiotavisuplebaКобахидзе: Без подводного кабеля через Черное море было бы сложно в полной мере использовать наши энергетические ресурсы
- apsnyირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის აეროკოსმოსური ძალების ხელმძღვანელი- მზად ვართ ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად
- timerუკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს აცნობეს, რომ კორუფციის საქმეზე ეჭვმიტანილია
- timerბოჭორიშვილი: საქართველო წუხს ევროკავშირის დასუსტებით და დაინტერესებულია ძლიერი ევროპით
- sputnik-georgiaუკრაინის უმაღლესმა რადამ დენის შმიგალი მეორე კენჭისყრაზე უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერად და ენერგეტიკის მინისტრად დანიშნა
- timerალაბარი: Eagle Hills-ის პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება
- sputnik-georgiaრა საკითხები განიხილა კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე
- sputnik-georgiaКонгресс США согласовал финансирование USAGM, выделяющего гранты для «Голоса Америки» и «Радио Свобода»
- apsnyძალადობა ორივე მხრისგან მიუღებელია, ირანს ვუსურვებთ დამშვიდებას - „ოცნების“ წევრები ირანის დემონსტრაციებსა და სასტიკ ჩახშობაზე
- radiotavisuplebaთბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს: დაკავებულია 4 პირი
- sputnik-georgia
ამერიკული დესანტის მიერ დაკავებული „მარინერის“ ეკიპაჟის 6 წევრი საქართველოს მოქალაქეა
- sputnik-georgia
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 8 იანვარს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები
- timer
აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ვენესუელასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ტანკერი დააკავეს
- timer
ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
- radiotavisupleba