უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ საერთაშორისო თანამეგობრობისგან გადამწყვეტი პასუხი მოითხოვა რუსეთის ქმედებაზე, მას შემდეგ რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ დარტყმა.
არსებული ცნობებით, რუსეთის ჯარებმა საშუალო მანძილზე მოქმედების ამ ბალისტიკური რაკეტით უკრაინის ლვოვის ოლქს დაარტყეს.
დღეს, 9 იანვარს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირისა და ნატოს საზღვრების მახლობლად მსგავსი დარტყმა სერიოზული საფრთხეა ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის და გამოწვევა - ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისთვის.
ანდრი სიბიჰას თანახმად, ამ სახიფათო დარტყმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დიპლომატიური არხებით აწვდიან აშშ-ს, ევროპელ პარტნიორებს, სხვა სახელმწიფოებს და საერთაშორის ორგანიზაციებს.
საგარეო საქმეთა მინისტრ სიბიჰას ინფორმაციით, უკრაინა მოითხოვს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის ჩატარებას და საპასუხო ზომებს ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და ეუთოს ფარგლებში.
მინისტრის განცხადებით, აბსურდულია, რომ რუსეთი ცდილობს დარტყმა გაამართლოს პუტინის რეზიდენციაზე ყალბი შეტევით, რომელიც არასდროს ყოფილა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვს ტერორისა და ომისთვის რეალური მიზეზები არ სჭირდება.
უკრაინა ყველა პასუხისმგებლობიან სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდებს რუსეთის ტყუილის გამოაშკარავებისა და ზეწოლის დაუყოვნებლივ გაძლიერებისკენ.
უკრაინაში მსხვერპლის და ნგრევის გამომწვევი მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს იყო „პასუხი“ პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციაზე „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის“ გამო.
რეზიდენციაზე თავდასხმა უარყოფილია როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 9 იანვარს დილით გავრცელებულ ინფორმაციაში დადასტურებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკიც“, ხოლო ამ და სხვა რაკეტებით და დრონებით დარტყმის სამიზნე იყო „უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების ობიექტები და „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას“.
„ორეშნიკი“ გრუნტის მოძრავი სარაკეტო კომპლექსია ამავე სახელწოდების საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტით. სახელი „ორეშნიკი“ პრეზიდენტმა პუტინმა პირველად წარმოთქვა 2024 წლის 21 ნოემბერს უკრაინის ქალაქ დნეპრზე ამ რაკეტით დარტყმის შემდეგ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოსა და კიევის პოლიციის ცნობით, რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დედაქალაქში დაიღუპა 4 ადამიანი და 24 დაშავდა. ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები, მათ შორის საბავშვო ბაღი. შეიზღუდა ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კიევში დაზიანდა კატარის საელჩოს შენობაც.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სახლები, რკინიგზა და სხვა ინფრასტრუქტურაა დაზიანებული კიევის ოლქის რამდენიმე რაიონში.
ლვოვის საოლქო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმა იყო კრიტიკული დანიშნულების ობიექტზე, თუმცა კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
2025 წლის 29 დეკემბერს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნოვგოროდის ოლქში უკრაინული დრონებით შეტევა იყო რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე. პუტინის რეზიდენცია ქალაქ ვალდაიდან დაახლოებით ოც კილომეტრში მდებარეობს.უკრაინამ რუსეთის განცხადებას ტყუილი უწოდა.წამყვანი ამერიკული გამოცემები დეკემბრის ბოლოს წერდნენ, რომ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნით, უკრაინას არ უცდია არც პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე და არც მის რეზიდენციაზე შეტევა.
Saturday 17 January 2026
radiotavisupleba - 8 days ago
კიევი მოითხოვს საერთაშორისო რეაგირებას უკრაინაზე რუსული „ორეშნიკით“ დარტყმის გამო
“გრენლანდია ჩვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკიდურესად გვჭირდება” – ტრამპი ნატო-სთან დიალოგს აწარმოებს
- timerირანის ხელისუფლების მიერ, ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობის გაუქმებისთვის, ტრამპი მათ მადლობას უხდის
- timerმასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის დედა, პროკურატურას ბრალის დამძიმებაში ადანაშაულებს
- timerძლიერი ხანძარი და აფეთქების ხმა – ლუბლიანას ქუჩაზე ცეცხლი საავტომობილო პროფილაქტიკაში გაჩნდა
- timerე.წ. ნეონაცისტური, ძალადობრივი დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ შსს-მ ვიდეომასალა გაავრცელა – დაკავებულია 16 პირი
- timerდონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ირანის ხელმძღვანელობას დაგეგმილი ჩამოხრჩობის გაუქმებისთვის
- radiotavisuplebaაშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა კარაკასში ვენესუელის ახალ მმართველთან შეხვედრა გამართა
- radiotavisuplebaერთი პირი დააკავეს ფოთელი მასწავლებლის „პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს“ საქმეზე - ადვოკატი
- radiotavisuplebaმსოფლიოს სჭირდება მშვიდობა: საქართველო უკრაინის თემაზე ევროკავშირ-რუსეთის მოლაპარაკებებზე
- sputnik-georgiaთოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება: გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
- sputnik-georgiaაშშ-მა თბილისს გადასცა $234 150-ის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა
- radiotavisuplebaუკრაინის დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება ომის დასრულების გეგმის განსახილველად: ზელენსკი
- radiotavisuplebaირანის მედიის ცნობით, ბოლო დროის საპროტესტო აქციების დროს 3000 ადამიანი დააკავეს. HRANA-ს მონაცემებით - 18 470
- radiotavisupleba„სამართალი იზეიმებს... უფალი შეგვეწიოს“ - ჯანგველაძის საქმეზე დაკავებული გიორგი მიქაძე
- radiotavisuplebaВ приложении Service Agency теперь можно узнать информацию о статусе своих водительских прав и начисленных баллах
- apsnyკლუნების ფონდის შეფასებით დაირღვა მზია ამაღლობელის უფლება სამართლიან სასამართლოზე
- radiotavisuplebaქვეყნის მასშტაბით ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის 10 არასრულწლოვანია
- sputnik-georgiaНациональная администрация туризма - В 2025 году Грузия приняла рекордное количество туристов — 5,5 млн
- apsnyИ.О. посла США в Грузии предоставил заместителю министра детальную информацию по вопросу временной приостановки производства виз конкретной категории
- apsnyქარიშხალში მშვიდად გავიაროთ: პაპუაშვილი ხელისუფლების პრიორიტეტებზე ირანის მოვლენების ფონზე
- sputnik-georgiaПредставители американской военной группы передали СЧС Грузии противопожарное и коммуникационное оборудование
- apsnyჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და არასრულწლოვანზე ძალადობა – პოლიციამ თბილისში ორი პირი დააკავა
- timer“ჯერ ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ პუტინი მზადაა, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან” – ივეტ კუპერი
- timer“დონალდ ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას” – გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი
- timerHashtags:
კიევი
|მოითხოვს
|საერთაშორისო
|რეაგირებას
|უკრაინაზე
|რუსული
|„ორეშნიკით“
|დარტყმის
|
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 8 იანვარს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები
- timer
მე ვამბობ, გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული! იცით, ეს იყო დიადი ქვეყანა, სანამ ეს მონსტრები მოვიდოდნენ და მას ხელში ჩაიგდებდნენ”
- timer
გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო აცხადებს, რომ ანკარაში ოფისს „რამდენიმე კვირაში“ გახსნის
- radiotavisupleba
სიოვსიო“ირანის რეჟიმი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დასუსტებული” – ისრაელი აშშ-ს სამხედრო დარტყმებისგან თავის შეკავებას ურჩევს
- timer
დაზარალებულს ქონება იპოთეკით დაატვირთინა და თანხა მიითვისა - თაღლითს ბრალი წაუყენეს
- sputnik-georgia
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 5 პირი
- timer
აშშ-მა დააკავა ტანკერი Olina, რომელსაც სანქციები ეხება - როგორც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილს
- radiotavisupleba
ელენე ხოშტარია: “არასდროს არ ყოფილა არჩევანი უფრო ნათელი, ვიდრე უკრაინისა და ირანის შემთხვევაში”
- timer
როგორ ისარგებლებენ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საყოველთაო დაზღვევის სერვისებით
- sputnik-georgia