Saturday 17 January 2026
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 8 days ago

რუსეთმა დაადასტურა უკრაინაზე „ორეშნიკით“ შეტევა

უკრაინაში მსხვერპლის და ნგრევის გამომწვევი მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს იყო „პასუხი“ პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციაზე „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის“ გამო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 9 იანვარს დილით გავრცელებულ ინფორმაციაში დადასტურებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იყო სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკიც“. ეს რუსეთის ექსპერიმენტული, გრუნტის მოძრავი სარაკეტო კომპლექსია ამავე სახელწოდების საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტით. სახელწოდება „ორეშნიკი“ პრეზიდენტმა პუტინმა პირველად წარმოთქვა 2024 წლის 21 ნოემბერს უკრაინის ქალაქ დნეპრზე ამ რაკეტით დარტყმის შემდეგ. რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული მასირებული დარტყმის სამიზნე იყო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების ობიექტები - იმ აპარატების, რომლებიც გამოყენებული იყო პუტინის რეზიდენციაზე „ტერორისტული შეტევისთვის“ და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც „უზრუნველყოფს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას“. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 9 იანვარს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 36 რაკეტითა და 242 უპილოტო საფრენი აპარატით. დარტყმის ძირითადი მიმართულება იყო კიევი. საჰაერო ძალების თანახმად, 36 რაკეტიდან 13 იყო ბალისტიკური „ისკანდერ-მ“/ეს-400, 22 ფრთოსანი „კალიბრი“ და 1 საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტა, რომელიც გამოშვებული იყო რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე პოლიგონიდან „კაპუსტინ იარ“. არსებული მონაცმებით, ამ პოლიგონზე განთავსებულია სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი . რუსეთის ამ პოლიგონიდან უკრაინის ლვოვის ოლქზე განხორციელებული შეტევის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ჯერ კიდევ გასულ ღამით განუცხადა უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იჰნატმა.


Latest News
Hashtags:   

რუსეთმა

 | 

დაადასტურა

 | 

უკრაინაზე

 | 

„ორეშნიკით“

 | 

შეტევა

 | 

Sources