Saturday 17 January 2026
Home      All news      Contact us      RSS      English
timer - 8 days ago

დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა – კახეთში მეგობარმა 50 წლამდე მამაკაცი მოკლა

კახეთის რეგიონში, სოფელ შილდაში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ მოკლულის მეგობარი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 12 წლამდე ითვალისწინებს. Source


Latest News
Hashtags:   

დანით

 | 

მიყენებული

 | 

მრავლობითი

 | 

ჭრილობა

 | 

კახეთში

 | 

მეგობარმა

 | 

წლამდე

 | 

მამაკაცი

 | 

მოკლა

 | 

Sources