Saturday 17 January 2026
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 8 days ago

რუსი კალათბურთელი კასატკინი ფრანგ ლორან ვინატიეში გაცვალეს

საფრანგეთში დაკავებული კალათბურთელი დანიილ კასატკინი რუსეთში დაბრუნდა ფრანგ ლორან ვინატიეში გაცვლის შემდეგ, იტყობინება TASS-ი, FSB-ზე დაყრდნობით. კასატკინი საფრანგეთში დააკავეს აშშ-ის მოთხოვნით, რომელმაც ასევე მოითხოვა მისი ექსტრადიცია. შეერთებულ შტატებში კალათბურთელი ეჭვმიტანილია კიბერთაღლითობაში. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ის წევრია ჰაკერული ჯგუფისა, რომელიც “გამოძალვის პროგრამის” საშუალებით დაახლოებით 900 კომპანიას დაესხა თავს. ფრანგ პოლიტოლოგ ლორან ვინატიეს რუსეთში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამხედრო ინფორმაციის „უცხოელი აგენტის“ რეგისტრაციის გარეშე შეგროვებისთვის. 2025 წლის აგვისტოში მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჯაშუშობის უფრო მკაცრი ბრალდებით. ლორან ვინატიე 49 წლის მკლევაროია, რომელიც რუსეთის, კერძოდ ჩეჩნეთის, საერთოდ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიის საკითხებზე მუშაობს. მან აღიარა დანაშაული და მისი საქმე სპეციალური პროცედურის შესაბამისად განიხილეს. განაჩენის გამოტანის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვინატიეს სასჯელი გაუმართლებლად მკაცრი უწოდა და გააკრიტიკა რუსეთის კანონმდებლობა „უცხოელი აგენტების“ შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თანამოქალაქის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას არანაირად არ უმუშავია საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებში ან სხვა ფრანგულ ორგანიზაციებში. მაკრონმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი: „ჩვენი თანამემამულე ლორან ვინატიე თავისუფალია და საფრანგეთში დაბრუნდა. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების შვებას“. მან დასძინა, რომ მადლიერია ფრანგი დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაოსთვის. 2025 წლის დეკემბერში კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა საფრანგეთს ლორან ვინატიესთან დაკავშირებით წინადადება შესთავაზა.


Latest News
Hashtags:   

კალათბურთელი

 | 

კასატკინი

 | 

ფრანგ

 | 

ლორან

 | 

ვინატიეში

 | 

გაცვალეს

 | 

Sources