Saturday 17 January 2026
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 13 days ago

გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს სხდომას გამართავს ვენესუელაში აშშ-ის მოქმედების თაობაზე

გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს, 5 იანვარს გეგმავს სხდომის გამართვას - მას მერე, რაც 3 იანვარს აშშ-მა ვენესუელაზე მიიტანა იერიში და დაამხო მისი ავტორიტარი ლიდერი, ნიკოლას მადურო. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ამ ნაბიჯს აღიქვამს სახიფათო პრეცედენტის დამკვიდრებად. 15-წევრიანი საბჭოს სხდომის გამართვა კოლუმბიამ მოითხოვა, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით - დიპლომატების ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო როიტერსი. გაეროს უშიშროების საბჭო ამ დრომდე ორჯერ, ოქტომბერსა და დეკემბერში შეიკრიბა, აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობის გაღრმავების გამო. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ ვენესუელას ვაშინგტონი მართავს იმ დრომდე, სანამ ძალაუფლების უსაფრთხო, რიგიანი და კეთილგონივრული გადაცემა იქნება შესაძლებელი . ჯერჯერობით უცნობია როგორ გეგმავს ტრამპი ვენესუელის მართვის განხორციელებას. გაეროში ვენესუელის ელჩი, სემიუელ მონჩადა უშიშროების საბჭოს შემდეგი განცხადებით მიმართავს - ესაა კოლონიური ომი, რომლის მიზანია ხელისუფლების ჩვენი რესპუბლიკური ფორმის განადგურება, რაც ჩვენმა ხალხმა თავისუფლად აირჩია - და თავსმოხვევა მარიონეტული რეჟიმისა, რომელიც უფლებას გასცემს ჩვენი ბუნებრივი რესურსების დატაცებაზე, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობის რეზერვების ჩათვლით . ელჩის შეფასებით, აშშ-მა დაარღვია გაეროს სადამფუძნებლო ქარტია, რომელიც ამბობს - საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა წევრმა თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენების, ან მისი მუქარისგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ . გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანი, სტეფან ჯიუჟარიკი აშშ-ის მიერ გასულ ღამით განხორციელებულ სამხედრო მოქმედებას უწოდებს სახიფათო პრეცედენტს . გენერალური მდივანი კვლავ ხაზს უსვამს ყველას მიერ საერთაშორისო კანონის, მათ შორის გაეროს ქარტიის სრული პატივისცემის მნიშვნელობას. ის ღრმად შეშფოთებულია იმით, რომ საერთაშორისო კანონის წესები არ იყო დაცული - ამბობს ჯიუჟარიკი. ტრამპის ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში იღებდა მიზანში გავრცელებული ეჭვით ნარკოტიკების ტრეფიკინგში ჩართულ ხომალდებს ვენესუელის სანაპიროსთან და ლათინური ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან. აშშ-მა რეგიონში თავისი წარმომადგენლობა გააძლიერა და გამოაცხადა აშშ-ის სანქციების ქვეშ მოქცეული ყველა ხომალდის ბლოკირება, გასულ თვეში მან გადაიტაცა ვენესუელის ნედლი ნავთობით დატვირთული ორი ტანკერი. ოქტომბერში აშშ-მა თავისი მოქმედება გაამართლა როგორც შესაბამისობაში მყოფი გაეროს ქარტიის 51-ე მუხლთან, რომელიც მოითხოვს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ ეცნობოს სახელმწიფოთა მიერ შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად გადადგმულ ყველა თავდაცვით ნაბიჯზე. ეს არ არის რეჟიმის შეცვლა, ეს არის სამართალი - წერს გაეროში აშშ-ის ელჩი, მაილ უოლცი შაბათს პლატფორმაზე X, და დასძენს - მადურო იყო ბრალდებული, არალეგიტიმური დიქტატორი, რომელიც ხელმძღვანელობდა გამოცხადებულ ნარკო-ტერორისტულ ორგანიზაციას - რომელიც ამერიკის მოქალაქეების მკვლელობებზე იყო პასუხისმგებელი .


Latest News
Hashtags:   

გაეროს

 | 

უშიშროების

 | 

საბჭო

 | 

ორშაბათს

 | 

სხდომას

 | 

გამართავს

 | 

ვენესუელაში

 | 

მოქმედების

 | 

თაობაზე

 | 

Sources