Saturday 17 January 2026
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 13 days ago

ტრამპი: ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ ძალაუფლების უსაფრთხო გადაცემა იქნება შესაძლებელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს პრესკონფერენცია გამართა ამავე დღეს, უფრო ადრე აშშ-ის ძალების მიერ ვენესუელაზე მიტანილი იერიშის თაობაზე - რომლის დროსაც აშშ-ის ძალებმა დააკავეს და წაიყვანეს ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო, მის ცოლთან, სილია ფლორესთან ერთად. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს მანამ, სანამ ძალაუფლების უსაფრთხო, რიგიანი და სამართლიანი გადაცემა გახდება შესაძლებელი. ტრამპის თქმით, მადუროს დაპატიმრების შემდეგ აშშ ვენესუელაში მიავლენს აშშ-ის მსხვილ ნავთობკომპანიებს. ამასთან, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ემბარგო ვენესუელის ნავთობზე. დონალდ ტრამპმა ვენესუელაზე განხორციელებულ დარტყმას უწოდა ამერიკის სამხედრო ძალისა და კომპეტენციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ეფექტიანი და მძლავრი დემონსტრირება . მისი თქმით, ოპერაციისას გამოყენებული იყო საჰაერო სივრცე, ხმელეთი და ზღვა და არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაღუპულა. ისინი გველოდნენ, იცოდნენ, რომ მივიდოდით - განაცხადა ტრამპმა. ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის ძალები მზად იყვნენ მეორე, უფრო მასშტაბური დარტყმისთვის ვენესუელაზე, მაგრამ ეს საჭირო არ აღმოჩნდა. პრესკონფერენციამდე ტრამპმა გამოაქვეყნა აშშ-ის სამხედრო ხომალდზე მყოფი, თვალებახვეული და ხელბორკილებიანი მადუროს ფოტო. მადუროს და მის ცოლს ნიუ-იორკში წაუყენებენ ბრალდებებს. მათ ბრალად ედება ნარკოტიკების ტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულები - წერს ბონდი პლატფორმაზე X. კონკრეტულად, მადუროს ადანაშაულებენ ნარკოტერორიზმის შეთქმულებაში და კოკაინის იმპორტირების შეთქმულებაში . მას ასევე ბრალად ედება ავტომატური იარაღის და ასაფეთქებელი საშუალებების ფლობა.


Latest News
Hashtags:   

ტრამპი

 | 

ვენესუელას

 | 

უხელმძღვანელებს

 | 

სანამ

 | 

ძალაუფლების

 | 

უსაფრთხო

 | 

გადაცემა

 | 

იქნება

 | 

შესაძლებელი

 | 

Sources