სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 25 ოქტომბერს, დახურულ სხომაზე მიიღო. სხდომის სრულად დახურვა კი ბრალდების მხარემ მოითხოვა.
პროკურატურის ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ თავად ბრალდებული და მისი ადვოკატი, თუმცა, მოსამართლე ნანა შამათავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და სხდომა როგორც მედიისთვის, ისე სხვა დამსწრეებისათვის დახურა.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს დაინიშნა.
ანდრია ლილუაშვილს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. ამ დანაშაულისათვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ანდრია ლილუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული მესამე ადამიანია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
22 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მასთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე, რომლის სახლიდანაც ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული $1 319
სუსმა ძებნა გამოაცხადა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე, ბიჭიკო პაიკიძეზე, რომელიც ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო.
გრიგოლ ლილუაშვილის სახელი ფულის გათეთრების საქმეში პირველად 17 ოქტომბერს გამოჩნდა. ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ სამი ყოფილი მაღალჩინოსნის - ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის - საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს „სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.
მეორე დღეს, 18 ოქტომბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრომოწყობილობა.
24 ოქტომბერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ამავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ-ლარიანი გირაო შეეფარდა.
Sunday 2 November 2025
radiotavisupleba - 8 days ago
სუსის ყოფილი უფროსის ბიძაშვილს პატიმრობა შეეფარდა
Министр обороны ознакомился с ходом строительных работ на базах Командования спецопераций, авиации и ПВО
- apsnyსპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ
- sputnik-georgiaკანდელაკთან ერთად, ალკოჰოლის უკანონოდ წარმოებისთვის დაკავებულ გორის საკრებულოს წევრს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
- radiotavisuplebaუკრაინის დაზვერვამ ბუჩაში მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილი ხუთი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაადგინა
- radiotavisuplebaერთი წლით პატიმრობა ემუქრება „გზის გადაკეტვის“ გამო გუშინ დაკავებულ დემონსტრანტს, ზურაბ მენთეშაშვილს
- radiotavisuplebaГрузинская делегация упустила шанс принять участие в принятии решений «Евронеста» - депутат от Германии
- apsnyსამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სი ძინპინს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში დახმარება სთხოვა
- radiotavisuplebaმერიის თანამშრომელმა $16 ათასი აიღო სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად - „ფინანსური პოლიცია“
- radiotavisuplebaთაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავა
- timerუკრაინის დაზვერვამ მოსკოვის ოლქში მილსადენის მწყობრიდან გამოყვანის შესახებ განაცხადა
- radiotavisuplebaლილუაშვილის მეჯვარე ექს-მაღალჩინოსანი, რომლის წინააღმდეგაც საქმე აღძრეს, საზღვარგარეთაა
- radiotavisuplebaბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
- sputnik-georgiaДжапаридзе об Eagle Hills: Общество немедленно должно получить ответ на все вопросы по сделке
- apsnyReuters-ი: უკრაინა პოკროვსკში საბრძოლველად სპეციალური დანიშნულების რაზმს აგზავნის
- radiotavisuplebaთბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს: ერთ-ერთი დაკავებული კუბის მოქალაქეა
- sputnik-georgiaველოდებით 2030 წელს და მიდგომების შეცვლას ევროკავშირის მხრიდან - საქართველოს პრემიერი
- sputnik-georgiaსომხეთი ელის, რომ მომავალ წელს ერევანში ჩავლენ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები
- radiotavisuplebaსაქართველოსთვის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია - პრემიერი
- sputnik-georgiaდღეიდან ძალაში შედის ოცნების მიერ მიღებული კანონი, რომლითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო მოხელეებს ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება ეკრძალებათ
- timerრეზოლუციაში „გაყალბებულ არჩევნებსა“ და სხვა კრიტიკულ ჩანაწერებზე პასუხად „ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს „ევრონესტს“
- radiotavisupleba
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba
«Сильная Грузия-Лело» требует признать неконституционным принятый «Грузинской мечтой» закон о запрете партий
- apsny
წილოსანი: საქართველოს სუვერენიტეტი არ გაიცვლება ვიზებსა და დასავლეთის აპლოდისმენტებში
- sputnik-georgia
სტრასბურგის სასამართლოში, რუსული კანონის საქმეზე, Media Defence-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა
- timer
Грузинские фигуристы Анастасия Метелкина и Лука Берулава стали победителями Гран-при в Китае
- apsny