Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 21 days ago

რუსეთის სახელმწიფო ჰიმნს ოლიმპიადაზე ჩაიკოვსკის მუსიკით შეცვლიან

ტოკიოს და პეკინის ოლიმპიადებზე რუსეთის სახელმწიფო ჰიმნის ნაცვლად შესრულდება კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტის ფრაგმენტი. აღნიშნული გადაწყვეტილება ხუთშაბათს დაამტკიცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კონცერტმა. შვეიცარიის, ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ეროვნულ გუნდებს ორი წლით აქვთ აკრძალული საკუთარი დროშითა და ჰიმნით გამოსვლა ყველა საერთაშორისო ტურნირზე. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ახლო წარსულში რუსი სპორტსმენების მიერ ანტიდოპინგური კანონმდებლობის არაერთი დარღვევა. შვეიცარიის სასამართლომ აღნიშნა, რომ ცერემონიებსა და სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე არ შეიძლება ასევე ნებისმიერი სხვა ჰიმნის აჟღერება, რომელიც ქვეყნის ისტორიას უკავშირდება. ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს მიხაილ გლინკას „პარიოტული სიმღერა“, „ინტერნაციონალი“ და „რუსი ხალხის ლოცვა“. რუსეთი გეგმავდა სახელმწიფო ჰიმნის შეცვლას „კატიუშათი“, მაგრამ ეს წინადადება უკუაგდო ლოზანის სასამართლომ.


Latest News
Hashtags:   

რუსეთის

 | 

სახელმწიფო

 | 

ჰიმნს

 | 

ოლიმპიადაზე

 | 

ჩაიკოვსკის

 | 

მუსიკით

 | 

შეცვლიან

 | 

Sources