Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 21 days ago

„მხარდამხარის ცნობით, დათა ვანიშვილის ცოლს ვალია ვანიშვილს მედიკამენტები სჭირდება

დათა ვანიშვილის ცოლი ვალია ვანიშვილი ავადაა და მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქველმოქმედო ჯგუფ „მხარდამხარის წევრები ავრცელებენ. მათი ცნობით, ვალია ვანიშვილი აცხადებს, რომ მისმა შვილმა ნანა ვანიშვილმაც დატოვა ოკუპირებული ტერიტორია და ქართულ სოფელში, საკუთარ სახლში დაბრუნდა, თავად კი სრულიად მარტოა და სახლის მიტოვებას არ აპირებს. „მხარდამჭერის ინფორმაციით, ვალია ვანიშვილი და მისი შვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს 3 აპრილს, სოფელ ხურვალეთში ვიზიტისას ესაუბრნენ, იმდროისთვის მასთან ჯერ კიდევ იმყოფებოდა შვილი.  „3 აპრილს იგი თავს ცუდად გრძნობდა და ამიტომ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებთან და სოციალური ჯგუფის „მხარდამხარის წევრებთან შესახვედრად მავთულხლართებთან მისი შვილი, ნანა ვანიშვილი გამოვიდა. მან ახალგაზრდა მოხალისე მხარდამჭერებს გააცნო ის საჭიროებები, რაც მარტოდ დარჩენილ მოხუც ქალს ქმრის გარდაცვალების შემდეგ აქვს. ვალია ვანიშვილი მედიკამენტებს ვერ ყიდულობს, რისი მიზეზი ისიც არის, რომ ვერც თავისი და ვერც გარდაცვლილი ქმრის პენსია ამ დრომდე ვერ აიღო , - აღნიშნულია „მხარდამხარის განცხადებაში. ოკუპაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. იგი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადებისათვის მედლით დააჯილდოვა.


Latest News
Hashtags:   

„მხარდამხარის

 | 

ცნობით

 | 

ვანიშვილის

 | 

ვალია

 | 

ვანიშვილს

 | 

მედიკამენტები

 | 

სჭირდება

 | 

Sources