Wednesday 12 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 20 days ago

სალომე სამადაშვილი: მეც მივმართე ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობისთვის

საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი სალომე სამადაშვილი წერს, რომ უერთდება „ლელოს“ ინიციატივას“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან ევროპარლამენტის თავდებობით გათავისუფლებას ითვალისწინებს. „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას თავდებობის შესახებ თავადაც მიმართა თხოვნით ევროპარლამენტარებს. იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას -წერს სალომე სამადაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მზადაა თავადაც დაუდგეს თავდებში ნიკა მელიას. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასათავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას“, - წერს სალომე სამადაშვილი. „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში  ევროპარლამენტარებს  შესთავაზა თავდებში დაუდგნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდეს. მამუკა ხაზარაძის თქმით, სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტის მხრიდან დადებითად იქნა მიღებული და ისინი მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ ნიკა მელიას. 19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.​ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან / და ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტური შედეგის მომცემი იქნება. კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე შეიტანს ამნისტიის შესახებ კანონს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების შედეგად წარმოქმნილი ყველა დარღვევისა და განხორციელებული დასჯის შესახებ“. შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ , ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ . ისინი მოითხოვენ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას და არა გირაოს გადახდის, ან ისეთი ამნისტიის საფუძველზე, რომელიც  2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც გავრცელდება.  გირაოს გადახდისა და ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლების წინააღდეგ თავად ნიკა მელიამ 22 აპრილს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ! - დაწერა მან.


Latest News
Hashtags:   

სალომე

 | 

სამადაშვილი

 | 

მივმართე

 | 

ევროპარლამენტარებს

 | 

მელიას

 | 

თავდებობისთვის

 | 

Sources