Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 21 days ago

კიევის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსკოვის პროსპექტისთვის სტეფან ბენდერას სახელის მინიჭება

კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ კანონიერად სცნო უკრაინის დედაქალაქში არსებული მოსკოვის პროსპექტისათვის სახელის გადარქმევა და სტეფან ბანდერას სახელის მინიჭება. ამის შესახებ უკრაინული სიანფორმაციო პორტალი „ევროპეიკსაია პრავდა“ იუწყება, ადვოკატ ვიაჩესლავ იაკუბენკოზე დაყრდნობით. ამგვარად სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გადარქმევის არაკანონიერების შესახებ. სააპელაციო სარჩელის ინიციატორები იყვენა კიევის საქალაქო საბჭო, პარტია „თავისუფლება“ და უკრაინის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტი, რომელსაც სასამართლოში ადვოკატი იაკუბენკო სარმოადგენდა. გარდა ამისა, კიევის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად სცნო კიევის საქალაქო საბჭოს მიერ სახელის გადარქმევა კიდევ სამი ქუჩისათვის: ბაუმანის ქუჩას ეწოდა იანუშ კორჩაკის, კუტოზოვისას - გენერალ ალმაზოვის, ხოლო სუვოროვისას-მიხაილ ომელიანოვიჩ-პავლენკოს სახელები.  სტეფან ბანდერა სათავეში ედგა უკრაინის ნაციონალისტური ძალების ბრძოლას მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც გერმანიის ჯარების, ისე საბჭოთა არმიის წინააღმდეგ. იგი ასევე ხელმძღვანელობდა უკრაინაში გასული საუკუნის 50-იანი წლების ანტისაბჭოთა შეიარაღებულ წინააღმდეგობას. სტეპან ბანდერა 1959 წელს გარდაიცვალა. 2010 წლის 22 იანვარს, უკრიანის მაშინდელმა პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მას უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა „უკრაინის ერთობის დღისადმი“ მიძღვნილ ცერემონიაზე. 


Latest News
Hashtags:   

კიევის

 | 

სააპელაციო

 | 

სასამართლომ

 | 

ძალაში

 | 

დატოვა

 | 

მოსკოვის

 | 

პროსპექტისთვის

 | 

სტეფან

 | 

ბენდერას

 | 

სახელის

 | 

მინიჭება

 | 

Sources