Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 21 days ago

„ალექსეი ნავალნის კლავენ. სასტიკად. ყველას თვალწინ“

მაღაზიები, სადარბაზოები, ბინები, მეტროპოლიტენი, აფთიაქები, მოედნები და ქუჩები-ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, სადაც 21 აპრილს რუსი სამართალდამცველები მოქალაქეებს უსწორდებოდნენ და აპატიმრებდნენ. უფლებადამცველების და მედიის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად, მთელი რუსეთის მასშტაბით გამართულ აქციებზე, პოლიციამ ელექტროშოკერები, დუბინკები, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეც მოწყობილობები გამოიყენა. ძალოვნები ელექტროშოკერებს ქალების წინააღმდეგაც იყენებდნენ, ერთ დღეში 1226 მომიტინგე დააკავეს, ყველაზე მეტი კი სანქტ-პეტერბურგში. ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი თანამებრძოლი შეპელიოვი მის ბინაში დააკავეს, ტელეფონების პაროლების დასახელებას სთხოვდნენ. ყაზანში „კომერსანტის“ ჟურნალისტი გლებ მერკინი დააპატიმრეს, რომელიც აქციაზე მედიის ჟილეტით და შესაბამისი „ბეიჯით“ მუშაობდა. ალექსეი ნავალნის პრესს-მდივანი კირა იარმიში 10 დღითაა დაპატიმრებული, მას ინტერნეტით სარგებლობაც აეკრძალა.


Latest News
Hashtags:   

„ალექსეი

 | 

ნავალნის

 | 

კლავენ

 | 

სასტიკად

 | 

ყველას

 | 

თვალწინ“

 | 

Sources