Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 22 days ago

სულ მცირე 5 კაცი დაიღუპა პაკისტანის მდიდრულ სასტუმროში მომხდარი აფეთქების შედეგად

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა პაკისტანის ქალაქ კვეტაში მდებარე მდიდრული სასტუმროს პარკინგზე მომხდარი აფეთქების შედეგად. იუწყებიან, რომ ზოგიერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. 21 აპრილს მომხდარი აფეთქების მომენტში სასტუმრო „სერენას“ წინ რამდენიმე მანქანა იდგა, რომლებსაც ცეცხლი წაეკიდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტერმისტულმა დაჯგუფება თეჰრიკ-ე-თალიბანმა, რომლის განცხადებით მათ სამიზნეს წარმოადგენდა ოფიციალური პირები. სასტუმრო „სერენაში“, რომელიც ირანის საელჩოს, პროვინციის ასამბლეისა და უმაღლესი სასამართლოს შენობების მახლობლად მდებარეობს, აფეთქების მომენტში იმყოფებოდა ჩინეთის დელეგაცია. პაკისტანის ხელისუფლებამ აფეთქებას ტერაქტი უწოდა. 


Latest News
Hashtags:   

მცირე

 | 

დაიღუპა

 | 

პაკისტანის

 | 

მდიდრულ

 | 

სასტუმროში

 | 

მომხდარი

 | 

აფეთქების

 | 

შედეგად

 | 

Sources