Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 21 days ago

მოელიან, რომ ბაიდენმა შეიძლება უწოდოს სომხების ხოცვას გენოციდი

21 აპრილს, მედიის ინფორმაციით, 100-ზე მეტი კანონმდებლის მიერ ამ ნაბიჯისკენ მოწოდების ფონზე, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივ ხოცვას, „გენოციდად“ აღიარებს. ეს აღიარება, რომლის შესახებ დაპირებაც მან დადო ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანისაას, რომელიც მოიგო, დიდწილად სიმბოლური იქნებოდა, მაგრამ დიდი ალბათობით ეს გააბრაზებს თურქეთს და გააძლიერებს ისედაც მაღალ დაძაბულობას ნატოს ორ მოკავშირეს შორის. ბაიდენი სავარაუდოდ იხმარს სიტყვა გენოციდს თავის განცხადებაში 24 აპრილს, როცა ყოველწლიურად სომხეთის გენოციდის ხსოვნის დღე აღინიშნება მთელ მსოფლიოში, - განუცხადეს Reuters-ს and The New York Times-ს წყაროებმა, რომლებიც ამ საკითხს იცნობენ. რამდენადაც ვიცი, მან მიიღო გადაწყვეტილება და იხმარს სიტყვა გენოციდს თავის განცხადებაში შაბათს , უთხრა წყარომ Reuters-ს.   თუმცა, წყაროების თქმით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თურქეთთან ორმხრივი კავშირი, ბაიდენმა, შესაძლოა, ბოლო წუთში უარი თქვას ტერმინი გენოციდის გამოყენებაზე. ეს ცნობები გაჩნდა მას შემდეგ, ორპარტიულმა ჯგუფმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის 100-ზე მეტი წევრისგან შედგება, 21 აპრილს ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც მოუწოდეს ბაიდენს, გამხდარიყო შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალურად აღიარებდა სომხების სისტემატურ ხოცვას და დეპორტაციას, როგორც გენოციდის აქტს.


Latest News
Hashtags:   

მოელიან

 | 

ბაიდენმა

 | 

შეიძლება

 | 

უწოდოს

 | 

სომხების

 | 

ხოცვას

 | 

გენოციდი

 | 

Sources