Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 22 days ago

ჩეხეთის სენატი მთავრობას მოუწოდებს, გაუუქმოს რუსეთთან მეგობრობის ხელშეკრულება

ჩეხეთის პარლამეტის ზედა პალატამ, სენატმა, 2014 წელს ვრბეტიცეში აფეთქებებს, რომლების დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა და რომლებთანაც, ჩეხეთის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ დაკავშირებული, უწოდა სახელმწიფო ტერორიზმის აქტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ის მიმართული იყო მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ. შესაბამისი რეზოლუციას მხარი დაუჭირა 72 დამსწრე სენატორიდან  67-მა. ამის თაობაზე იტყობინება ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო. სენატორებმა მოუწოდეს ჩეხეთის მთავრობას, გააუქმოს რუსეთთან მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და ერთამდე დაიყვანოს პრაღაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რიცხვი. სენატი გამოვიდა მოწოდებით, განიხილონ ვრბეტიცეში მომხდარი გაეროს უშიშროების საბჭოზე და ნატოს, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელ ორგანოებში, ასევე მოსთხოვონ კომპენსაცია რუსეთს. ადრე ანალოგიური ზომებისკენ ჩეხეთის მთავრობას მოუწოდა პარლამენტის ქვედა პალატამ. ჩეხეთის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან კულჰანეკმა გვიან, 21 აპრილს, განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ დაუშვებს ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელს სამსახურში, მოსკოვში, პრაღა ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის საელჩოს ათეულობით თანამშრომელს.   19 აპრილს 18 რუსი დიპლომატი, რომლებიც ჩეხეთმა მიიჩნია რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებად, ქვეყნიდან გააძევეს. კრემლმა საპასუხოდ მოსკოვის დატოვება მოსთხოვა 20 ჩეხ დიპლომატს. ჩეხეთის აცხადებს, რომ არ მოელოდა ასეთ პასუხს, რომელიც, როგორც პრაღა თვლის, სერიოზულ სირთულეებს უქმნის მოსკოვში ჩეხეთის სამელჩოს საქმიანობას.  


Latest News
Hashtags:   

ჩეხეთის

 | 

სენატი

 | 

მთავრობას

 | 

მოუწოდებს

 | 

გაუუქმოს

 | 

რუსეთთან

 | 

მეგობრობის

 | 

ხელშეკრულება

 | 

Sources