Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 21 days ago

ინდოეთში სწრაფად იზრება ინფიცირებულთა რიცხვი, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა

22 აპრილს ინდოეთი იუწყება კორონავირუსის 314 835 ახალი შემთხვევის შესახებ გასული 24 საათის განმავლობაში, რაც ახალ შემთხვევათა მატების უდიდესი რიცხვია მსოფლიოში - მეორე მასიურმა ტალღამ 1.3 მილიარდიანი მოსახლეობის ქვეყანა გლობალური პანდემიის ცენტრად აქცია. დაღუპულთა რაოდენობამ რეკორდულ რიცხვს, 2014-ს მიაღწია. საავადმყოფოებს უმთავრდებათ მედიკამენტების მარაგი და ჟანგბადი, მაშინ როცა უამრავი პაციენტი ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას. ადგილობრივი მედია იუწყება მედიკამენტების მარაგების ძარცვის შესახებ, და ოჯახებზე, რომლებიც ჟანგბადის ბალონებს იტაცებენ გარდაცვლილი პაციენტებისგან და ცდილობენ თავიანთი ახლობლებს მოახმარონ.   შემთხვევათა ოფიციალური რიცხვი მსოფლიოს მეორე ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში, 15.9 მილიონს შეადგენს -  რაც მეორე მაჩვენებალია მსოფლიოში , ხოლო დაღუპულთა საერთო რაოდენობა  185 000-ს აღწევს. .ადგილობრივი მედიის, ისევე როგორც Reuters-ისა და Financial Times -ის მიხედვით, რამდენიმე მსხვილი ქალაქი კრემაციისა და დაკრძალვის ბევრად მაღალ რიცხვებს ასახელებს, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით. დელიში, კოვიდ-19-ის ტესტისას, სამიდან ერთ ადამიანს დადებითი შედეგი აქვს, რაც ეპიდემიის აფეთქების მასშტაბზე მიუთითებს. ეროვნულ დონეზე დადებითი შემთხვევების რიცხვი 20 პროცენტის ოდნავ ქვემოთაა. დედაქალაქ ნიუ-დელიში ამჟამად მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს სხვა ქალაქებისა და შტატების მსგავსად, რომლებიც ცდილობენ შეაჩერონ ინფექციის ექსპონენციური ზრდა.


Latest News
Hashtags:   

ინდოეთში

 | 

სწრაფად

 | 

იზრება

 | 

ინფიცირებულთა

 | 

რიცხვი

 | 

ჯანდაცვის

 | 

სისტემა

 | 

კოლაფსის

 | 

პირასაა

 | 

Sources