Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 22 days ago

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

ძლიერმა ქარმა დააზარალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურისა და ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები. ქარმა სახურავი გადახადა ათამდე საცხოვრებელ სახლს. დაზიანებულია სათბურები და ბოსტნეულის მოსავალი. ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა მათ შორის, ლაგოდეხის და გურჯაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც მიმოსვლა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ცალკეულ სოფლებს ენერგომომარაგება შეუწყდა. ლაგოდეხის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათი წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და შექმნილ ვითარებას ადგილზე სწავლობენ.


Latest News
Hashtags:   

ძლიერმა

 | 

ქარმა

 | 

ლაგოდეხის

 | 

მუნიციპალიტეტის

 | 

სოფლები

 | 

დააზარალა

 | 

Sources