Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 23 days ago

ევროკავშირის უწყება: J J-ის ვაქცინის სარგებელი აჭარბებს თრომბის მინიმალურ საფრთხეს

ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელი უწყება ამბობს, რომ არსებობს შესაძლო კავშირი  Johnson Johnson-ის წარმოებულ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასა და სისხლის თრომბების ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის, თუმცა კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ აცრის სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს ამ მინიმალურ საფრთხეს.  ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ამ შეფასების ფონზე, აშშ მიმდინარე კვირაში საკუთარ შემოწმებას ჩაატარებს, მას შემდეგ, რაც იქ სიფრთხილის გამო შეაჩერეს ეს, ერთი ინიექციისგან შემდგარი აცრა.   EMA-ის უსაფრთხოების კომიტეტი გამოდის გაფრთხილებით პრეპარატს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში დაემატოს თრომბის იშვიათი შემთხვევები.  ეს ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა - აცხადებს EMA-ს ხელმძღვანელი, ემერ კუკი ჟურნალისტებთან და დასძენს: მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმებმა და პაციენტებმა იცოდნენ მისი სიმპტომები, რათა შეამჩნიონ პრობლემა .  მარტში უწყება გამოვიდა გაფრთხილებით ანოტაცია ანალოგიურად შეცვლილიყო AstraZeneca-ის ვაქცინაზეც, თრომბის იშვიათ შემთხვევებთან მისი კავშირის გამო.  ევროკავშირმა J J-ის ვაქცინა 3 მარტს დაამტკიცა გამოსაყენებლად, თუმცა იქ მისით ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. აშშ-ში ეს პრეპარატი 7 მილიონამდე შემთხვევაში გაკეთდა და თრომბის გამოწვევის ექვს შემთხვევაზე გახდა ცნობილი.  


Latest News
Hashtags:   

ევროკავშირის

 | 

უწყება

 | 

ვაქცინის

 | 

სარგებელი

 | 

აჭარბებს

 | 

თრომბის

 | 

მინიმალურ

 | 

საფრთხეს

 | 

Sources