Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 24 days ago

ქარელის ორ სოფელში უკანონო „ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოების დაიწყეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რადიო თავისუფლებას უდადასტურებს ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ტახტისძირსა და დვანში საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო „ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას. სუს-ის ცნობით, ისინი ამ ორ სოფელში დღეს, 20 აპრილს, დილით, ერთდროულად გამოჩნდნენ და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ნიშნულები დასვეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწების ნაწილი ახალ საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა. გააქტიურებულია „ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ. „ამ წუთას ვიმყოფებით ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში. დღეს რუსებმა დილიდანვე განაახლეს „ბორდერიზაციის პროცესი. ამის შესახებ გვაცნობა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა. ფაქტობრივად, დღევანდელი მონიშვნების დაინსტალირება ემსახურება სამომავლოდ მავთულხლართების და ღობეების დამონტაჟებისთვის მოსამზადებელ პროცესს , - წერს ქაცარავა.   


Latest News
Hashtags:   

ქარელის

 | 

სოფელში

 | 

უკანონო

 | 

„ბორდერიზაციის

 | 

მოსამზადებელი

 | 

სამუშაოების

 | 

დაიწყეს

 | 

Sources